პოლიტიკა
30.06.22 17:20
შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ნინო იობაშვილი ჯგუფის წევრებთან, მარიამ ლაშხთან და ხათუნა კვიციანთან ერთად, შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ადამიანის უფლებებისა და სამშვიდობო პოლიტიკის დეპარტამენტის პროგრამების მენეჯერს, ქრისტოფ შპეტს შეხვდა.
მხარეებმა შვეიცარიასა და საქართველოს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა როგორც საპარლამენტო თანამშრომლობის ასევე, სექტორული მიმართულებით კავშირების გაძლიერებაზე.
შეხვედრისას, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებითაც ისაუბრეს.
საუბრის თემას წარმოადგენდა ასევე, რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული აგრესია. ქართველმა კანონმდებლებმა ისაუბრეს იმ ღონისძიებებზე, რასაც საქართველო უკრაინის მხარდასაჭერად ახორციელებს, როგორც ჰუმანიტარული ასევე, პოლიტიკური თვალსაზრისით.
პარლამენტში გამართულ შეხვედრაში ასევე, მონაწილეობდნენ საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მრჩეველი ადამიანის უფლებებსა და სამშვიდობო საკითხებში არმინ რიზერი და საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მშვიდობისა და ადამიანის უფლებათა ოფიცერი, მედეა ტურაშვილი.
შვეიცარული მხარე საქართველოში მცხოვრები უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობით დაინტერესდა. ქართველმა კანონმდებლებმა სტუმრებს ამ კუთხით მიღწეულ პროგრესზე და ცალკეულ შემთხვევებში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრისას, მიმოიხილეს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება. საუბრისას ხაზი გაესვა საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზების მნიშვნელობას.
„ჩვენ მადლობა გადავუხადეთ შვეიცარულ მხარეს, საქართველოს დიდ მეგობარს და საერთაშორისო ასპარეზზე გულმხურვალე მხარდამჭერს, რომელიც აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში მედიაციის სახით, შვეიცარიას აქვს დიდი როლი. ეს ეხება ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატს“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნინო იობაშვილმა.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 163
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0012.08.22
-
გიორგი ვოლსკიმ დიასპორული საგრანტო კონკურსების გამარჯვებულებს სიგელები გადასცა
17:3012.08.22
-
17:0012.08.22
-
პირველ ოქტომბერს სენაკში შუალედური არჩევნები გაიმართება
16:3012.08.22
-
ლორის-მელიკოვი - ტერორიზმის მფარველი, მოღალატე და მეფის მკვლელი
16:0012.08.22
-
15:3012.08.22
-
საპარლამენტო დელეგაციამ სამხრეთ აფრიკის პარლამენტში შეხვედრები გამართა
15:0012.08.22
-
კახა კალაძემ მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
14:3012.08.22
-
13:5012.08.22
-
13:2012.08.22
-
12:5012.08.22
-
„ეს არის პოლიტიკური თვითმკვლელობა“ - ბადრი ჯაფარიძე 4 დეპუტატის განცხადებაზე
12:2012.08.22
-
ოზურგეთში 50 წლამდე ასაკის ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა
12:0012.08.22
-
11:4012.08.22
-
11:2012.08.22
-
ლევან დავითაშვილი - მიმდინარე თვის ბოლოსთვის საწვავის ფასების შემცირებას ველოდებით
11:0012.08.22
-
10:4012.08.22
-
ჩვენ ვიქნებით სადარაჯოზე, რომ "ოცნებაზე" ზეწოლა აღარ იყოს - ყაველაშვილი
10:2012.08.22
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ჩინეთის ახალ ელჩს შეხვდა
10:0012.08.22
-
18:0011.08.22
-
ანა ნაცვლიშვილმა მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ ხედვა წარადგინა
17:3011.08.22
-
ივერთუბნის დასახლებაში პარკის მშენებლობა მიმდინარეობს
17:0011.08.22
-
რატი იონათამიშვილი - სააკაშვილი არის ისტორიული კრიმინალი
16:3011.08.22
-
16:0011.08.22
-
15:3011.08.22
-
15:0011.08.22
-
„სანქციების დაწესების სურვილი ალაპარაკებს ტყუილებს“ - სარჯველაძე პოდოლიაკის განცხადებაზე
14:3011.08.22
-
მამალაძე: მოსმენების საქმეზე მე და ჩემი ძმა პროკურატურამ დაზარალებულად გვცნო
14:0011.08.22
-
ივანიშვილისგან მუქარა მივიღე, თუ არ გავჩერდებოდი და სასურველ ჩვენებას არ მივცემდი – გოგაშვილი
13:3011.08.22
-
13:0011.08.22
-
Ryanair-ის ხელმძღვანელი: 10 ევროდ ბილეთების ეპოქა დასრულდა
12:4011.08.22
-
შალვა პაპუაშვილი: შინდისის გმირების ისტორიაზე იზრდება ჩვენი მომავალი თაობა, მარადიული ხსოვნა გმირებს
12:2011.08.22
-
12:0011.08.22
-
11:4011.08.22
-
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, შინდისის გმირების მონუმენტის გახსნა სექტემბერში იგეგმება
11:2011.08.22
-
11:0011.08.22