პოლიტიკა

მონტენეგროს პრეზიდენტი - ჩვენ მუდმივად ვუჭერთ მხარს ალიანსის ღია კარის პოლიტიკას და ასევე იმედი გვაქვს ევროკავშირის ღიაობისაც

30.06.22 18:00


ჩვენ მუდმივად ვუჭერთ მხარს ალიანსის ღია კარის პოლიტიკას და ასევე იმედი გვაქვს ევროკავშირის ღიაობისაც, – ამის შესახებ მონტენეგროს პრეზიდენტმა, მილო ჯუკანოვიჩმა განაცხადა.

 

როგორც მილო ჯუკანოვიჩმა აღნიშნა, მონტენეგრო ნატო-ს ყველაზე ახალგაზრდა წევრია, რომელიც ალიანსს 5 წლის წინ შეუერთდა და ის წევრი სწორედ ღია კარის პოლიტიკის დამსახურებით გახდა.

 

„სწორედ ამიტომ ჩვენ მუდმივად ვუჭერთ მხარს ალიანსის ღია კარის პოლიტიკას და ასევე იმედი გვაქვს ევროკავშირის ღიაობისაც. ვფიქრობთ, ყველა ევროპული ქვეყანა, ვისაც წევრობა სურს, უნდა გახდეს წევრი. მე საქართველოშიც ვიმყოფებოდი ოფიციალური ვიზიტით და ძლიერი მხარდაჭერა გამოვუცხადე ქვეყნის მცდელობებს, დაიცვას მისი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, ისევე როგორც მხარს ვუჭერ თითოეული სახელმწიფოს თავისუფალ არჩევანს, როდესაც ეს ქვეყნის მომავალს ეხება. იმედი მაქვს, ნატო-ს წევრები და ნატო ასევე იზიარებს ამ პრინციპს და ეს ასახულია სტრატეგიულ კონცეფციაში“, – განაცხადა მილო ჯუკანოვიჩმა.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები