პოლიტიკა

კელი დეგნანი - ჩვენ ვიდგებით საქართველოს გვერდით, რადგანაც ორივე ქვეყანას სურს მშვიდობიანი, სტაბილური, წარმატებული და განვითარებული​ მომავალი

01.07.22 10:40


საქართველო და ამერიკა იზიარებენ საერთო ღირებულებებს, ჩვენ ვიდგებით საქართველოს გვერდით, რადგანაც ორივე ქვეყანას სურს მომავალი, რომელიც იქნება მშვიდობიანი, სტაბილური, წარმატებული და განვითარებული​, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

 

როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, 4 ივლისი არის დღე, როდესაც დამფუძნებელმა მამებმა ხელი მოაწერეს აქტს და როდესაც ამერიკელმა ხალხმა პირობა დადო, რომ ააშენებდა სახელმწიფოს, რომელიც დაეფუძნებოდა ფუნდამენტურ ღირებულებებს.

 

„მოხარული ვარ და არაჩვეულებრივია, რომ ჩვენს მეგობრებს, სტუმრებს ვმასპინძლობთ აქ 4 ივლისის აღსანიშნავ ღონისძიებაზე. მოგეხსენებათ, წელს აღინიშნება 246 წელი დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელის მოწერიდან და წლევანდელი წელი არის განსაკუთრებული, რადგან ჩვენ ავღნიშნავთ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავს.

4 ივლისი არის დღე, როდესაც დამფუძნებელმა მამებმა ხელი მოაწერეს აქტს და როდესაც ამერიკელმა ხალხმა პირობა დადო, რომ ააშენებდა სახელმწიფოს, რომელიც დაეფუძნებოდა ფუნდამენტურ ღირებულებებს, თავისუფლებს და დემოკრატიას და ამერიკელმა ერმა არაერთხელ უჩვენა ერთგულება ამ პირობის მიმართ, ცდილობს რა, უზრუნველყოს ყველას უფლებების დაცვა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. საქართველო და ამერიკა იზიარებენ ამ საერთო ღირებულებებს და ჩვენ ვიდგებით საქართველოს გვერდით, რადგანაც ორივე ქვეყანას სურს მომავალი, რომელიც იქნება მშვიდობიანი, სტაბილური, წარმატებული და განვითარებული. ამაზე ვმუშაობდით ბოლო 30 წლის განმავლობაში და ამას გავაგრძელებთ მომავალში“, – განაცხადა დეგნანმა.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები