პოლიტიკა
01.07.22 11:00
ღმერთმა დაიფაროს საქართველო საბჭოთა ბნელეთში უკან დაბრუნებისგან, მაგრამ ვფიქრობ, როდესაც ევროპელები ევროპულად არ იქცევიან, ეს არც ევროპისთვისაა სასარგებლო, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპონენტების მხრიდან პროვოკაციული მიდგომები არ უკვირს. ხუნდაძის თქმით, სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და მისი მისამართით ბოლო პერიოდში ძალიან ჭარბად ფიქსირდებოდა მუქარის შემცველი მესიჯები. მან ასევე ისაუბრა, თუ რატომ გამოეყვნენ „ქართულ ოცნებას“ სამი დეპუტატი.
„ძალადობა მათთვის მახასიათებელია, რომელსაც ვერაფრით ვერ თმობენ, როგორც ვერ თმობენ ხელისუფლებას. ვფიქრობ, ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია.
რაც შეეხება იმ საკითხს, თუ ჩვენ რატომ გამოვეყავით, აქაც მინდა, რომ სპეკულაციის სივრცე არ დავტოვო, რადგან ძირითადი მათი მესიჯი, რასაც ისინი ეყრდნობიან და საზოგადოებაში სურთ, მოახდინონ ჩვენი დისკრედიტაცია – თითქოს, ჩვენ დასავლეთს ვებრძვით, ეს აბსოლუტურად არასწორია! ჩვენ დასავლეთს არ ვებრძვით და მას შემდგომშიც არ ვაპირებთ. ეს ჩემთვის ღიმილისმომგვრელია. უფრო მეტიც! ჩვენ სამი დეპუტატი ვართ, „ქართული ოცნების“ იმ დეპუტატებთან ერთად, რომლებმაც საკონსტიტუციო ჩანაწერს მხარი დავუჭირეთ და ხელი მოვაწერეთ, რომ ქვეყნის კურსი არის განსაზღვრული.
ღმერთმა დაიფაროს საქართველო საბჭოთა ბნელეთში უკან დაბრუნებისგან, მაგრამ ვფიქრობ, როდესაც ევროპელები ევროპულად არ იქცევიან, ეს არც ევროპისთვისაა სასარგებლო. ევროპას მიმზიდველობა სწორედ აქვს ევროპული ღირებულებით, თანასწორუფლებიანობით, სამართლის უზენაესობით და როდესაც აქ ორმაგი სტანდარტის შემოტანა ხდება, მით უფრო, ამ პერიოდში, როდესაც გლობალურად საკმაოდ დაძაბულია ვითარება და პრაქტიკულად საომარ ვითარებაშია უკრაინა, მას თავს ესხმის რუსეთი, ამ პროცესში რყევადია მსოფლიო, რა თქმა უნდა, საქართველოს აქვს რისკები და მათ დაცვა სჭირდება“, – განაცხადა ხუნდაძემ.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 172
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტოს დაადებს
10:0018.04.24
-
18:0017.04.24
-
ირაკლი კობახიძე - კანონი არის ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას
17:3117.04.24
-
ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდა
16:4617.04.24
-
16:0017.04.24
-
გრიგოლ ვაშაძე პარლამენტს ტოვებს
15:2917.04.24
-
მამუკა მდინარაძე - ევროპა არის გამჭვირვალობა, დემოკრატია და განვითარება
14:5117.04.24
-
კახა კალაძე - ყველაფერი გაკეთდება, რათა ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე
14:0017.04.24
-
40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის ტენდერი დასრულებულია
13:1517.04.24
-
12:4117.04.24
-
12:4117.04.24
-
11:4917.04.24
-
10:4217.04.24
-
რუსეთი ირანს რაშტ-ასტარას რკინიგზის საკითხთან დაკავშირებით აჩქარებს
23:4316.04.24
-
18:0016.04.24
-
17:2516.04.24
-
შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა
17:0016.04.24
-
16:2516.04.24
-
გიორგი ბოტკოველი - რუსული კანონი ხელს უშლის ბევრი აქტიური პროგრამის საქმიანობას
15:5016.04.24
-
მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილმა ომი გამოუცხადა ქართველ ხალხს
15:1516.04.24
-
14:5016.04.24