პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ასევე უნდათ საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანება. ასევე განიცდიან სამშობლოს ტკივილს. ასეთივე სიმართლით იბრძვიან

01.07.22 11:40


ასევე უნდათ საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანება.


ასევე განიცდიან თავისი სამშობლოს ტკივილს.


ასეთივე სიმართლით იბრძვიან… – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციაურ ქსელშ წერს, რითაც ეხმაურება აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე ტვ “პირველის” დამფუძნებელსა და “ქართული ოცნების” რამდენიმე დეპუტატს შორის მომხდარ დაპირიპირებას.

 

მხოლოდ ორი ვერსია გვაქვს:
ვერსია 1: წერეთელმა უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა ანრი ოხანაშვილს (დედის გინება ყველაზე ბინძური და ამაზრზენი ფორმით), გაეცალა მყისიერად და ძალიან მალე თანმხლებ ახალგაზრდა ქალთან ერთად, ჭიქით ხელში კვლავ მიუახლოვდა, რითაც ის შეგნებულად, ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე(!), წავიდა უმძიმეს პროვოკაციაზე, რასაც საბოლოოდ მათ შორის დაპირისპირება მოყვა.


ვერსია 2: ამერიკის საელჩოში მიღებაზე სტუმრად მისულმა ოთხმა დეპუტატმა, დაინახეს რა ტვ1-ს დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი, მივარდნენ მას და უმიზეზოდ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.


დასკვნები უმარტივესი გამოსატანია!…
როგორი მართალიც არის მეორე ვერსია, ისეთივე მართლები არიან სულ ნაციონალური მოძრაობის და მათი ტელევიზიების ლიდერები.
ასევე უნდათ საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანება.
ასევე განიცდიან თავისი სამშობლოს ტკივილს.
ასეთივე სიმართლით იბრძვიან…


სინამდვილეში კი, არ არსებობს მათზე პროვოკატორი, ანტიეროვნული, ანტიევროპული და საქართველოს წინააღმდეც ჰიბრიდული ომის მწარმოებელი ხალხი (იხ. ვერსია და სიმართლე #1)!

 

 

წყარო :  /www.ipress.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები