პოლიტიკა
01.07.22 12:00
ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის ეგრეთ წოდებული შუა დერეფანი, რომლის მნიშვნელოვანი მონაკვეთი საქართველოზე გადის, თანამედროვე გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო აქტუალური ხდება. ეს სწორედ ის მონაკვეთია, სადაც უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურულ პროექტებს დღეს ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, ევროპის სატრანსპორტო ფორუმის ფარგლებში, ევროკომისიის მაღალი დონის წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, თანამედროვე გამოწვევებსა და საქართველოს სატრანსპორტო ქსელის განვითარების მიღწევებზე ევროკომისართან და ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალურ დირექტორთან პროდუქტიული შეხვედრები წარიმართა.
ირაკლი ქარსელაძემ ორმხრივი შეხვედრები საფრანგეთის ქალაქ ლიონში მიმდინარე ევროპის სატრანსპორტო დღეების (Connecting Europe Days 2022) ფარგლებში, ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარ ადინა-ლიონა ვალეანისთან და ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალურ დირექტორ ჰენრიკ ჰოლოლეისთან გამართა.
მინისტრმა, ასევე, მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის უწყებების, ევროკომისიისა და ევროპის პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების ხელმძღვანელების ერთობლივ დახურულ შეხვედრაში.
ირაკლი ქარსელაძის თქმით, შეხვედრებზე განიხილეს როგორც სატრანსპორტო სფეროს განვითარების მნიშვნელოვანი საკითხები, ისე უკრაინის ომის გამო წარმოქმნილი სირთულეების ეფექტიანი გადაჭრის საშუალებები.
„ვიმსჯელეთ იმ ახალ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოს აქვს როგორც გეგმის შესაბამისად, ისე ახალი გარემოებებიდან გამომდინარე. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანას აქვს ისეთი განვითარების დონე, რომ მისი ჩართულობა უკვე ევროკავშირის ქვეყნების და ევროპის სატრანსპორტო და საგზაო ქსელის განვითარებაში მნიშვნელოვანი იქნება,“ – აღნიშნა მინისტრმა.
ირაკლი ქარსელაძემ ევროკომისიის წარმომადგენლებს გააცნო ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები და მადლობა გადაუხადა მათ მრავალწლიანი და მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 235
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0012.08.22
-
გიორგი ვოლსკიმ დიასპორული საგრანტო კონკურსების გამარჯვებულებს სიგელები გადასცა
17:3012.08.22
-
17:0012.08.22
-
პირველ ოქტომბერს სენაკში შუალედური არჩევნები გაიმართება
16:3012.08.22
-
ლორის-მელიკოვი - ტერორიზმის მფარველი, მოღალატე და მეფის მკვლელი
16:0012.08.22
-
15:3012.08.22
-
საპარლამენტო დელეგაციამ სამხრეთ აფრიკის პარლამენტში შეხვედრები გამართა
15:0012.08.22
-
კახა კალაძემ მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
14:3012.08.22
-
13:5012.08.22
-
13:2012.08.22
-
12:5012.08.22
-
„ეს არის პოლიტიკური თვითმკვლელობა“ - ბადრი ჯაფარიძე 4 დეპუტატის განცხადებაზე
12:2012.08.22
-
ოზურგეთში 50 წლამდე ასაკის ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა
12:0012.08.22
-
11:4012.08.22
-
11:2012.08.22
-
ლევან დავითაშვილი - მიმდინარე თვის ბოლოსთვის საწვავის ფასების შემცირებას ველოდებით
11:0012.08.22
-
10:4012.08.22
-
ჩვენ ვიქნებით სადარაჯოზე, რომ "ოცნებაზე" ზეწოლა აღარ იყოს - ყაველაშვილი
10:2012.08.22
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ჩინეთის ახალ ელჩს შეხვდა
10:0012.08.22
-
18:0011.08.22
-
ანა ნაცვლიშვილმა მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ ხედვა წარადგინა
17:3011.08.22
-
ივერთუბნის დასახლებაში პარკის მშენებლობა მიმდინარეობს
17:0011.08.22
-
რატი იონათამიშვილი - სააკაშვილი არის ისტორიული კრიმინალი
16:3011.08.22
-
16:0011.08.22
-
15:3011.08.22
-
15:0011.08.22
-
„სანქციების დაწესების სურვილი ალაპარაკებს ტყუილებს“ - სარჯველაძე პოდოლიაკის განცხადებაზე
14:3011.08.22
-
მამალაძე: მოსმენების საქმეზე მე და ჩემი ძმა პროკურატურამ დაზარალებულად გვცნო
14:0011.08.22
-
ივანიშვილისგან მუქარა მივიღე, თუ არ გავჩერდებოდი და სასურველ ჩვენებას არ მივცემდი – გოგაშვილი
13:3011.08.22
-
13:0011.08.22
-
Ryanair-ის ხელმძღვანელი: 10 ევროდ ბილეთების ეპოქა დასრულდა
12:4011.08.22
-
შალვა პაპუაშვილი: შინდისის გმირების ისტორიაზე იზრდება ჩვენი მომავალი თაობა, მარადიული ხსოვნა გმირებს
12:2011.08.22
-
12:0011.08.22
-
11:4011.08.22
-
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, შინდისის გმირების მონუმენტის გახსნა სექტემბერში იგეგმება
11:2011.08.22
-
11:0011.08.22