პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე - ეს არის სახედაკარგული "ქართული ოცნების” ნათელი მაგალითი - ამერიკის საელჩოში თუ ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდებოდა დეპუტატების მხრიდან, ამას ვინმე წარმოიდგენდა?!

01.07.22 14:30


ეს არის სახედაკარგული ,,ქართული ოცნების” ნათელი მაგალითი. ამერიკის საელჩოში თუ ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდებოდა დეპუტატების მხრიდან, ამას ვინმე წარმოიდგენდა?! - ასე აფასებს ,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აშშ-ის საელჩოში ანრი ოხანაშვილსა და ვატო წერეთელს შორის მომხდარ ინციდენტს.

 

ჟურნალისტების კითხვაზე, უნდა დატოვოს თუ არა ანრი ოხანაშვილმა დეპუტატის მანდატი, ვაშაძის თქმით, სანამ ,,ოცნების” დეპუტატებს მანდატს ხალხი არ ჩამოართმევს, ,,არავინ არაფრის დამტოვებელი არ არის”.

 

"ეს არის სახედაკარგული ,,ქართული ოცნების” ნათელი მაგალითი, ამერიკის საელჩოში თუ ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდებოდა დეპუტატების მხრიდან ამას ვინმე წარმოიდგენდა?! როგორ შეიძლება განსხვავებული შეფასებები არსებობდეს ამ საკითხებთან დაკავშირებით. უნდათ რომ აგვაცდინონ ევროპული ინტეგრაციის გზას, რასაც ვერ ეღირსებიან. როდესაც 100 000 ადამიანი იკრიბება რუსთაველზე, ეს არის ამის პასუხი. ,,ქართულ ოცნებას” ეშინია და დაგეგმილი პროვოკაციები აჩენს მათ რეალურ სახეს”, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

 

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვატო წერეთლის განცხადებით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა ანრი ოხანაშვილმა მიაყენა, ინციდენტში ასევე მონაწილეობდნენ, "ქართული ოცნების" სხვა დეპუტატები.

 

„ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი კი აცხადებს, რომ „ტვ პირველის“ დამფუძნებლის ვატო წერეთლის მხრიდან „უბინძურეს პროვოკაციას“ ჰქონდა ადგილი და „მიიღო ის პასუხი, რასაც იმსახურებდა“.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები