პოლიტიკა

ვოლსკი საფრანგეთში საქართველოს ყოფილს ელჩს არაკომპეტენტურს უწოდებს

01.07.22 15:20


საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ეხმიანება საფრანგეთში საქართველოს ყოფილ ელჩის თეა კატუკიას გაწვევას და მას არაკომპეტენტურს უწოდებს.

 

ამასთან, ვოლსკიმ კატეგორიულად გამორიცხა ის ბრალდებები, რაც თეა კატუკიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ გააჟღერა.

 

"რასაკვირველია, აქ კომპეტენციის თემაა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოფილი ელჩი ცუდი ადამიანია, მაგრამ ფაქტია, რომ არაკომპეტენტურია და მოიყვანა საგარეო საქმეთა სამინისტრომ გარედან, სალომე ზურაბიშვილის რეკომენდაციით. როგორც ვიცი, თავად სალომეც საუბარში აღიარებდა, რომ მისი კომპეტენცია მნიშვნელოვნად სცილდება იმ დონეს, რაც ელჩს უნდა გააჩნდეს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

შეგახსენებთ, თეა კატუკიამ ელჩის თანამდებობა დატოვა და ვრცელი განცხადება გაავრცელა, სადაც ამ გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა.

 

კატუკიას განცხადებით, თანამდებობის დატოვებას წინ უძღოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის პირველი დღიდან მასზე მუდმივი ზეწოლა.

 

მისივე ცნობით, ელჩად დანიშვნის პირველივე დღიდან საელჩოში არაერთი სერიოზული დარღვევისა და სტრუქტურული გაუმართაობის მოწმე გახდა, რაც, მისივე შეფასებით, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საფრანგეთში საქართველოს წარმომადგენლობის ინტერესებსა და იმიჯს.

 

როგორც კატუკია წერს, ფუნქციის შესრულება მუდმივი შეურაცხყოფის, ცილისწამების, ზეწოლის, შევიწროებისა და მუქარის კონტექსტში უწევდა, "რაც სათავეს იღებს სისტემაში ღრმად დამკვიდრებული კლანური და კლიენტისტური პრაქტიკიდან".

 

 

 

წყარო :  /www.ghn.ge/           

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები