პოლიტიკა
01.07.22 16:40
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს. ხატია დეკნაოიძე ამ კომენტარით გამოეხმაურა გუშინ აშშის საელჩოსთან მომხდარ ინციდენტს.
დეკანოიძის თქმით, საკანონმდებლო ორგანოში იმ ადამიანების პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, ვინც იძალადა.
„ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს. ნებისმიერ ცივილიზაციაში, რა თანამდებობაც არ უნდა ეკავოს ადამიანს, როცა ის მეორე ადამიანზე ძალადობს, რა თქმა უნდა, ისჯება სისხლის სამართლებრივი პროცედურით. ამერიკის საელჩოში მომხდარ ინციდენტს ვუყურებ, როგორც ერთ სურათს იმასთან მიმართებით, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ხდებოდა – რაც იყო ქუთაისში, ოზურგეთში და სხვადასხვა ქალაქში, როცა „ქართული ოცნება“ პირდაპირ ძალადობაზე მოუწოდებდა საკუთარ მომხრეეებს, საკრებულოსა და ფრაქციის წევრებს. პირადად მე, ეს ყველაფერი ქუთაისში შემემთხვა. დღესაც იყო ინციდენტი იმ ადამიანებთან მიმართებით, ვინც დადიოდა და საუბრობდა ევროპაზე. მაშინ, როცა პარლამენტის წევრები ადამიანზე ძალადობენ და ამას ამართლებენ, ზედმეტია საუბარი, რომ „ქართულ ოცნებას“ ან მის წარმომადგენლებს შეიძლება, რამე მოვთხოვოთ. არ ვაპირებ, იმ კომენტარების ანალიზს, რომელიც სამარცხვინოა, განსაკუთრებით, პარლამენტის წევრების. ყველას მოვუწოდებ, ვინც 3 ივლისს გამოსვლას აპირებს და დაორგანიზებულ ჯგუფებთან შეხვედრები უწევთ, „ქართულ ოცნებას“ ძალადობაში არ უნდა ჩავყვეთ, რადგან ჩვენ, ყველა ერთად ვართ ევროპა და ძალადობა, რომელსაც „ქართული ოცნება“ აორგანიზებს, მხოლოდ მათი გამორჩეული ნიშანია.
საკანონმდებლო ორგანოში იმ ადამიანების პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, ვინც იძალადა. საერთოდ რაზე ვსაუბრობთ, ძალადობა საელჩოში მოხდა. ალბათ კოშმარულ სიზმარში ვერ წარმოვიდგენდით, რომ ამაზე საუბარი გვექნებოდა.
ჩვენთან ცივილიზებული წყობა რომ იყოს და არა ოლიგარქიული, ეს პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა. ახალი არ არის, როცა „ქართული ოცნება“ მედიას თავს ესხმის, გავიხსენოთ, 5 ივლისი, ნიკა გვარამიას დაკავება და მედიამენეჯერების საქმეები. ეს ყველაფერი საერთო სურათს იძლევა – „ქართული ოცნებისთვის“ ყველა მიუღებელია, ვინც მათი კრიტიკოსია. ძალიან მძიმეა, როცა ამ რეალობაში ცხოვრება გვიწევს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 154
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0012.08.22
-
გიორგი ვოლსკიმ დიასპორული საგრანტო კონკურსების გამარჯვებულებს სიგელები გადასცა
17:3012.08.22
-
17:0012.08.22
-
პირველ ოქტომბერს სენაკში შუალედური არჩევნები გაიმართება
16:3012.08.22
-
ლორის-მელიკოვი - ტერორიზმის მფარველი, მოღალატე და მეფის მკვლელი
16:0012.08.22
-
15:3012.08.22
-
საპარლამენტო დელეგაციამ სამხრეთ აფრიკის პარლამენტში შეხვედრები გამართა
15:0012.08.22
-
კახა კალაძემ მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
14:3012.08.22
-
13:5012.08.22
-
13:2012.08.22
-
12:5012.08.22
-
„ეს არის პოლიტიკური თვითმკვლელობა“ - ბადრი ჯაფარიძე 4 დეპუტატის განცხადებაზე
12:2012.08.22
-
ოზურგეთში 50 წლამდე ასაკის ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა
12:0012.08.22
-
11:4012.08.22
-
11:2012.08.22
-
ლევან დავითაშვილი - მიმდინარე თვის ბოლოსთვის საწვავის ფასების შემცირებას ველოდებით
11:0012.08.22
-
10:4012.08.22
-
ჩვენ ვიქნებით სადარაჯოზე, რომ "ოცნებაზე" ზეწოლა აღარ იყოს - ყაველაშვილი
10:2012.08.22
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ჩინეთის ახალ ელჩს შეხვდა
10:0012.08.22
-
18:0011.08.22
-
ანა ნაცვლიშვილმა მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ ხედვა წარადგინა
17:3011.08.22
-
ივერთუბნის დასახლებაში პარკის მშენებლობა მიმდინარეობს
17:0011.08.22
-
რატი იონათამიშვილი - სააკაშვილი არის ისტორიული კრიმინალი
16:3011.08.22
-
16:0011.08.22
-
15:3011.08.22
-
15:0011.08.22
-
„სანქციების დაწესების სურვილი ალაპარაკებს ტყუილებს“ - სარჯველაძე პოდოლიაკის განცხადებაზე
14:3011.08.22
-
მამალაძე: მოსმენების საქმეზე მე და ჩემი ძმა პროკურატურამ დაზარალებულად გვცნო
14:0011.08.22
-
ივანიშვილისგან მუქარა მივიღე, თუ არ გავჩერდებოდი და სასურველ ჩვენებას არ მივცემდი – გოგაშვილი
13:3011.08.22
-
13:0011.08.22
-
Ryanair-ის ხელმძღვანელი: 10 ევროდ ბილეთების ეპოქა დასრულდა
12:4011.08.22
-
შალვა პაპუაშვილი: შინდისის გმირების ისტორიაზე იზრდება ჩვენი მომავალი თაობა, მარადიული ხსოვნა გმირებს
12:2011.08.22
-
12:0011.08.22
-
11:4011.08.22
-
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, შინდისის გმირების მონუმენტის გახსნა სექტემბერში იგეგმება
11:2011.08.22
-
11:0011.08.22