პოლიტიკა

არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ ჩვენი სამი თვალსაჩინო წევრის პარტიიდან წასვლა არის ჩვეულებრივი მოვლენა - თეა წულუკიანი

01.07.22 18:00


არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ ჩვენი სამი თვალსაჩინო წევრის პარტიიდან წასვლა არის ჩვეულებრივი მოვლენა, – აცხადებს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი. მისი განმარტებით, ეს არის გულდასაწყვეტი.

 

"ვატიკანში გახლდით, როდესაც ეს მოხდა და თქვენი დახმარებით, მედიის მეშვეობით შევიტყვე ამ ამბის შესახებ და ვარ ძალიან გულდაწყვეტილი. თუმცა, აქ საუბარია, როგორც აღმოჩნდა იმაზე, რომ ის სიმართლე თუ სიმართლეები, თუ კულუარები თუ კულისები, რაც გნებავთ, ის დაარქვით, არც ერთ ქვეყანაში და მათ შორის არც საქართველოში, ვერც პრემიერ-მინისტრის, ვერც პარლამენტის თავმჯდომარის, ვერც ვიცე-პრემიერის, მინისტრის თუ დეპუტატის მიერ, ვერასდროს ვერ არის ხოლმე და არ უნდა იყოს ბოლომდე გამოტანილი საზოგადოებაში. ეს არსად არ ხდება და ეს არ არის წესი. ამით, შეიძლება, სხვა რაღაც პროცესებს დაუდო სათავე, როდესაც ხარ მმართველი გუნდის წარმომადგენელი. როგორც ჩანს, უფრო მეტი რეალობის და ინფორმაციის მიწოდების, უფრო მაღალი დოზით მიწოდების სურვილი გაუჩნდათ ჩვენს წევრებს და მათ დაგვტოვეს სწორედ ამ მიზნით. ვნახოთ, რა იქნება მათი სათქმელი, კიდევ მეტი ალბათ, ვიდრე მოვისმინეთ და რა თქმა უნდა, შეფასებებიც გაკეთდება შესაბამისი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

წყარო :  /www.ghn.ge/           

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები