ანალიტიკა

„იან“-ით დაბოლოებული გვარების მქონე  „გერმანელებს“ ოკუპირებულ აფხაზეთში საკუთარი თავისთვის ქალაქის აშენება სურთ

07.07.22 16:20


სეპარატისტულ აფხაზეთში სკანდალი მას შემდეგ ატყდა, რაც გარკვეულმა „გერმანულმა კომპანიამ“ აფხაზეთის სეპარატისტულ ხელმძღვანელობას სთხოვა მისთვის 500 ჰექტარი მიწის გამოყოფა მთელი საკურორტო ქალაქის ასაშენებლად, სულ მცირე 10-12 ათასი მოსახლით. საპასუხო წერილში მარიონეტმა „აფხაზეთის პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ დაადასტურა პროექტით დაინტერესება. შესაბამისი დოკუმენტები ტელეგრამის არხმა "რესპუბლიკა" გამოაქვეყნა.

 

(დოკუმენტების ფოტომასალა https://t.me/respublicaabh/4281)

 

 

„გერმანელი ბიზნესმენების“ მიერ სეპარატისტული „პრემიერ-მინისტრის“ ალექსანდრე ანქვაბისთვის გაგზავნილი წერილის თანახმად, გარკვეული კომპანია შპს ჰკ "პარტნერ+" სეპარატისტულ აფხაზეთში 6 მილიარდი ევროს ინვესტირებას სთავაზობს  ურბანული ტიპის დასახლების ასაშენებლად (10-12 ათასი მოსახლით).

„ინვესტორი“ ითხოვს ამ მიზნით მიწის ნაკვეთის გამოყოფას და განზრახვის დეკლარაციას, ასევე „სახელმწიფო გარანტიებს“ 6 მილიარდ ევრომდე ოდენობით, რათა თავიდან აიცილოს საინვესტიციო კოლაფსი.

 

ეს „გერმანული კომპანია“ 100%-ით რომ ყალბია, ამაზე მიუთითებს უამრავი ნიშანი, ყოველ შემთხვევაში, ფაქტი, რომ მათი ელექტრონული ფოსტის მისამართი არის gmail-ზე. კომპანიისთვის, რომელიც აპირებს 12000-იანი ქალაქის აშენებას ეს რბილად, რომ ვთქვათ არასერიოზული და საეჭვოა.

 

გარდა ამისა ცნობილია, რომ გერმანელები ბიზნესში გამოირჩევიან სიზუსტითა და სიფრთხილით. გერმანელი არასოდეს ჩადებს არც ერთი ევროს ინვესტიციას საეჭვო იურისდიქციის ტერიტორიაზე, უფრო მეტიც, მით უმეტეს  თუ მას მსოფლიოში არავინ აღიარებს. რაც არ უნდა "დაბეჯითებით იწვევდეს" ვლადიმერ პუტინი გერმანულ ბიზნესს ოკუპირებულ უკრაინულ ყირიმში, რუსეთის ფედერაციის მიერ ანექსირებულ ამ ტერიტორიაზე გერმანული ინვესტიციების პრეცედენტი არ ყოფილა. აქ კი არავის უთხოვია "გერმანელებისთვის" და ისინი თავად გვახვევენ საკუთარ თავს. ეს ძალიან უცნაურია, ისევე როგორც ის, რომ მარიონეტი ასლან ბჟანია მაშინვე „დაინტერესდა“ და თითქმის „დათანხმდა“.

 

თუმცა „გერმანული კომპანიის“ წერილი სინამდვილეში  სეპარატისტი „პრემიერის“ სახელზე იყო. მაგრამ მან კი არ უპასუხა, წერილზე პასუხი მაშინვე გასცა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ, რომელიც ადასტურებს თავის ინტერესს და გარანტიას იძლევა მიწის ნაკვეთით უზრუნველყოფაზე. ეს ერთ რამეზე მეტყველებს - "გერმანელებმა" ან მათ უკან მდგომებმა უკვე ჩაატარეს "ახსნა-განმარტებითი სამუშაო" სეპარატისტულ მარიონეტთან და მას კითხვები ასეთი საეჭვო კომპანიის მიმართ არ გასჩენია.

 

ვინ დგას ამ "გერმანელი ინვესტორების" უკან და რა ეროვნებისა არიან ეს "გერმანელები" რთული გამოსაცნობი სულაც არ არის თუ გავითვალისწინებთ, რომ ასლან ბჟანიას ხელისუფლებაში ყოფნა მთლიანად სომხური ლობის და სომხური კრიმინალური ავტორიტეტის, რუბენ ტატულიანის დამსახურებაა. უფრო მეტიც, ასლან ბჟანიას „უფროსობა“ ​​არ მალავდა და არც ეხლა მალავს ინტერესს საკუთარი თანატომელებით აფხაზეთის დასახლების საკითხის მიმართ.

 

ანუ, აფხაზეთის ქალაქები თუკი აშენდება მხოლოდ „ინვესტორებისთვის“ და იმავე ეროვნების მიგრანტებისთვის. მაგრამ იმისთვის, რომ ეს არც ისე ცხადი და თავხედური ყოფილიყო, სავარაუდოდ თავდაპირველად გადაწყდა ფარსის გათამაშება „გერმანელი ინვესტორებით“.

 

აფხაზური საზოგადოების რეაქცია  ახალი ქალაქის აშენებასა და იქ კიდევ 10-12 ათასი აშკარად არააფხაზური ეროვნების მოსახლის დასახლებაზე მეტად  ნერვიული იყო. შედეგად, სეპარატისტული „პრეზიდენტის“ ადმინისტრაციამ „დამამშვიდებელი“ კომენტარი გააკეთა „სოციალურ ქსელებში და ზოგიერთ მედიაში გერმანული კომპანიის FVT-Group & Partner-ის აფხაზეთის ხელმძღვანელობის მისამართით მიმართვის წერილის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით ჰუმანიტარულ პროექტზე „ურბანული ტიპის დასახლების ან პატარა საკურორტო ქალაქის მშენებლობა“ :

 

„ფრიად ნათელია, რომ FVT Group & Partner კომპანიის მიერ გავრცელებული წერილის ტექსტი არანაირად არ გულისხმობს  „მიწის გაყიდვის“ შეთავაზებას, „უცხოელთა განსახლებას“, „საცხოვრებლის გადაცემას უცხოელებზე“, როგორც ამის შესახებ წერენ ცალკეული პირები და ჟურნალისტები, რომლებიც მიდრეკილნი არიან საზოგადოებაში დაძაბულობის გამოწვევისკენ. წერილში მსგავსი წინადადებები არ არის. წერილიდან ირკვევა, რომ ინვესტორი აპირებს მშენებლობის დასრულების შემდეგ აფხაზეთს გადასცეს სოციალური ობიექტები და ეს არის სკოლები, საბავშვო ბაღები, 1000 საწოლიანი საავადმყოფოები, ადმინისტრაციული შენობები და ა.შ.“, - ნათქვამია კომენტარში.

 

„პრეზიდენტის“ ადმინისტრაციის მედიასთან ურთიერთობის განყოფილება ასევე ითხოვს ყურადღება მიაქციოს ბჟანიას წერილის შინაარსს, სადაც ნათქვამია, რომ აფხაზური მხარე მზად არის საკურორტო ქალაქისა და სამედიცინო ცენტრის ასაშენებლად მიწის ნაკვეთი გამოყოს თანდართული ნებართვების საჭირო პაკეტით და მშენებლობისთვის კომუნიკაციების მიერთებით.“

 

აფხაზებს კიდევ ერთხელ „ამშვიდებენ“, მაგრამ როგორც ჩანს ახალი ქალაქის მშენებლობის გაუქმებას არ აპირებენ. ისიც აშკარაა, რომ მასში აფხაზები არ იცხოვრებენ. ძირძველი მოსახლეობისთვის მათ შეუძლიათ შეგნებულად დაადგინონ ისეთი ფასები „ინვესტორების“ მიერ აშენებულ უძრავ ქონებაზე, რომ მათ ამის საშუალება არ ექნებათ. ისე „თავიანთი“ ეგრეთ წოდებული „გერმანელი ინვესტორებისთვის“ ყველაფერს გააფორმებენ  და აღმოჩნდება, რომ აფხაზეთში უცხოელები კი არ დასახლდნენ, არამედ „იანზე დაბოლოებული გვარების მქონე ძირძველი უძველესი მოსახლეობა“.

 

ისინი, ვინც გეგმავდნენ აფხაზეთში სომხების ტოტალურ ჩასახლებას, რომლებიც უკვე აბსოლუტურ უმრავლესობაში არიან სეპარატისტულ ტერიტორიაზე, ნაბიჯ-ნაბიჯ მეთოდურად ახორციელებენ თავიანთ გეგმას. აფხაზებს ნელ-ნელა ასწავლიან, რომ ისინი განწირულნი არიან საკუთარ მიწაზე გაუჩინარებად უმცირესობად იქცნენ, რომ სეპარატისტულ ტერიტორიაზე ქალაქების აშენება და ინფრასტრუქტურის განვითარება მათთვის კი არ იქნება, არამედ მათთვის კარგად ნაცნობი "უძველესი" ეროვნების ახალმოსულებისთვის.

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 568


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები