ანალიტიკა

უკრაინიდან რუსეთში მარცვლეულის ექსპორტს „როსტოვის სომხები“ აკონტროლებენ: ჟურნალისტებმა მარშრუტები და სქემა გამოავლინეს

12.07.22 14:20


უკრაინულმა გამოცემამ "მიმომხილველი" (obozrevatel.com) ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა სტატია რუსი დამპყრობლების მიერ დაპყრობილი სამხრეთ უკრაინის სომეხი "ბიზნესმენების" მიერ ძარცვისა და ყაჩაღობის შესახებ. ამასთან, მძარცველებს პირველ რიგში ლიკვიდური საქონელი - მარცვლეული აინტერესებთ. მისი მიტაცება და უკრაინის ტერიტორიიდან გატანა "უძველესი ხალხის" წარმომადგენლებმა უზრუნველყვეს. სტატიის ტექსტი:

 

„ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინული მარცვლეულის მოპარვას და რუსეთში ექსპორტს აკონტროლებს ე.წ. "როსტოვის სომხები" - გაარკვიეს უკრაინელმა ჟურნალისტებმა. ერთ-ერთი ამ ლოჯისტიკური კომპანიის წარმომადგენელმა სატელეფონო საუბარში მარშრუტებზე და მარცვლეულის მოპარვის ალგორითმზე ისაუბრა. სატვირთო მანქანები ატარებენ უკრაინულ საქონელს დოკუმენტების გარეშე პირდაპირ რუსეთის ფედერაციის როსტოვისა და კრასნოდარის ოლქებში.

 

ამის შესახებ სასოფლო-სამეურნეო გამოცემა Latifundist-ის მთავარმა რედაქტორმა კონსტანტინე ტკაჩენკომ ისაუბრა პროექტის Night Varta-ს ეთერში. "ჩვენ გვყავს მეგობარი ლოგისტიკური კომპანია. ჩვენ მათ მივმართეთ თხოვნით, რომ დაკავშირებოდნენ მათ "კოლეგებს" რუსული მხრიდან, რომლებიც რუსულ მარცვლეულის ჩატებში წერენ, რომ მათ სჭირდებათ მარცვლეულის მატარებლები არმიანსკში, სევეროდონეცკში ან ბელგოროდში... შევეცადეთ შეგვექმნა ლეგენდაა, რომ ჩვენ ლოჯისტიკური კომპანია ვართ, გვყავს მარცვლეულის მატარებლები“, - განაცხადა ტკაჩენკომ.

 

საუბრისას გაირკვა, რომ რუსულ კომპანიას "Рутратрансторг"(რუტრატრანსტორგ) ჰქვია. ჩვენ ვესაუბრეთ მის ლიდერს, არტურ აზიზიანს. თავდაპირველად მას სჭირდებოდა მარცვლეულის მიტანა ქალაქ პოლოგიდან (ზაპოროჟიეს რაიონი) არმიანსკში ოკუპირებული ყირიმის შესასვლელთან. ამისთვის, აზიზიანის გათვლებით, 5-10 სატვირთო მანქანა იქნებოდა საჭირო. მან გადამზიდველებს შესთავაზა გადაეხადათ 2500 რუსული რუბლი ტონა მარცვლეულზე.

 

ამასთან, კითხვაზე, როგორ გაივლიან მძღოლები საგუშაგოებს და რა საბუთებია საჭირო, მან უპასუხა: "უბრალოდ გამომიგზავნეთ მძღოლების საბუთები და მორჩა, საშვებს მე დავამზადებ". აზიზიანი ასევე ირწმუნებოდა, რომ არ არის საჭირო ლიცენზიები და დამატებითი დოკუმენტები „ყირიმში უფრო შორს წასასვლელად“, ანუ მარცვლეულის რუსეთის ფედერაციაში გასატანად.

 

"ზოგადად, არანაირი პრობლემა არ არის, ხერსონის ბიჭები მოძრაობენ. არიან ისეთებიც, ვინც უკრაინული მანქანებითაც კი მიდიან არმავირში (კრასნოდარის მხარე)", - განაცხადა აზიზიანმა.

 

უკრაინელმა ჟურნალისტებმა ასევე გაარკვიეს, "რუტრატრანსტორგი" კრასნოდარშია რეგისტრირებული. მფლობელი ვინმე მარინა ტრუბნიკოვა გახლავთ დონის როსტოვიდან, თანაც 2022 წლის 2 მარტიდან.

 

ამიტომ სავარაუდოა, რომ ტრუბნიკოვამ ეს კომპანია სპეციალურად უკრაინული მარცვლეულის მოსაპარად იყიდა. იგივე მარინა ტრუბნიკოვა ფლობს კომპანიას Miroyan ("მიროიან"), რომელიც ასევე დაკავებულია სატრანსპორტო გადაზიდვებით.

 

ამასთან, ტკაჩენკოს თქმით ყველა რუს მოვაჭრეს არ შეუძლია ვაჭრობის დაწყება ოკუპირებული ხერსონის ოლქის ტერიტორიაზე. როგორც ადგილობრივი ფერმერები ამბობენ, ეს ტერიტორია „როსტოვის სომხებს“ გადაეცათ (იგივე „დონის სომხები“ ან „აზოვის სომხები“). ისინი იმ სომხების შთამომავლები არიან, რომლებიც რუსებმა ყირიმიდან დონში გადაასახლეს (არსებობს ისტორიული უზუსტობა - ისინი არ გადაასახლეს, არამედ საკუთარი ნებით ჩასახლდნენ).

 

ეს ჯგუფი ცნობილია ტრანსპორტის სექტორზე კონტროლით. ამრიგად, კავკასიის რეგიონის სამგზავრო მიმოსვლის 9/10 და ტვირთების 4/5 გადის როსტოვის რეგიონზე.

 

მათ საბუთების გარეშე და უკრაინული ნომრის მქონე მანქანებით მარცვლეულის ექსპორტირების უფლებაც აქვთ. შესაბამისად, ამ ჯგუფს აქვს ხელშეკრულებები რუს მებაჟეებთან და სხვა სამართალდამცავებთან.

 

როგორც OBOZREVATEL იტყობინება, უკრაინაში მწვავედ დგას  ახალ მოსავალთან დაკავშირებული საკითხი. წელს, ომის, გვალვისა და ეკონომიკური პრობლემების გამო, დაახლოებით მესამედით ნაკლებ მარცვლეულს მოვიყვანთ. გარდა ამისა, მტერი არამარტო იპარავს მარცვლეულს, მან ასევე დაიწყო მისი დაწვა პირდაპირ მინდვრებში. თუმცა, პორტების განბლოკვის გარეშე უკრაინა ამ რაოდენობის მოსავალსაც ვერ დაზოგავს“. სტატიის დასასრული.

 

ომი უკრაინაში, რომელიც, როგორც შეეძლო მოაახლოვა და გააჩაღა რუსეთის ფედერაციაში მოღვაწე სომხურმა ლობიმ, ძარცვისა და მოროდიორული „გამომუშავების“-თვის იძლევა  შესაძლებლობას სომეხი „ბიზნესმენებისთვის“ და კრიმინალებისთვის, რომლებიც დასახლდნენ რუსეთის სამხრეთში, როსტოვის ოლქში და კრასნოდარის მხარეში. ცხადი ხდება თუ რატომ ემხრობიან ასე რუსეთში სომეხი ნაციონალისტები ომის გაგრძელებას და ახალ დაპყრობებს. ის ფაქტი, რომ შედეგად ხალხი იღუპება, ქალაქები და სოფლები ნანგრევებად იქცევა და მილიონობით ადამიანი ხდება ლტოლვილი,  „მრავალნატანჯ ერს“ სულაც არ აღელვებს.

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები