პოლიტიკა

გიგა ბოკერია - ნებისმიერი მიზეზით ივანიშვილის რეჟიმისთვის მოწყალების თხოვნა კატასტროფაა - მორალური კატასტროფაა ის, რომ დღეს სააკაშვილია „ნაცმოძრაობის“ სახე და სპიკერებია: ხაჭაპურიძე, გელბახიანი, ჩარკვიანი, სანიკიძე

01.08.22 13:00


„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის გიგა ბოკერიას განცხადებით, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია.

 

მან სააკაშვილის პოლიტიკიდან შესაძლო წასვლის საკითხი შეაფასა და აღნიშნა, რომ „ნებისმიერი მიზეზით ივანიშვილის რეჟიმისთვის მოწყალების თხოვნა მორალურად და პოლიტიკურად კატასტროფაა“.

 

„ჩემი პოზიცია ცნობილია - სააკაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია. არ დავიჭერდით, პოლიტიკაში რომ არ ყოფილიყოო, ასე თქვა ღარიბაშვილმა. მას როგორც მოექცნენ, ეს არის ძალიან მძიმე დარტყმა არა მისი მომხრეებისთვის, არამედ ზოგადად, ქვეყნისთვის. ნებისმიერი მიზეზით ივანიშვილის რეჟიმისთვის მოწყალების თხოვნა მორალურად და პოლიტიკურად კატასტროფაა. ის, რომ დღეს სააკაშვილია „ნაციონალური მოძრაობის“ სახე და სპიკერები არიან: ხაჭაპურიძე, გელბახიანი, თაკო ჩარკვიანი, გუბაზ სანიკიძე და ეს ხალხი, ეს არის მორალური კატასტროფა. ეს არის ყველა ადამიანის პასუხისმგებლობა, მათ შორის სააკაშვილიც შედის და მისი გარემოცვაც, ვინც აირჩია ეს გზა, რომ ივანიშვილის მეთოდებით და ღირებულებების გარეშე უნდა მოიპოვო ძალაუფლება, უნდა დაემსგავსო ივანიშვილს და „ოცნებას“, რომ მოუგო. ამ არჩევანმა მიიყვანა აქამდე ეს ვითარება. რა თქმა უნდა, ამაზე პასუხისმგებელია სააკაშვილი, მაგრამ ისინიც, ვინც მის გარშემო ან ფანატიკური მიზეზებით ან მედროვეობით არიან, ამ ყველაფერს მხარს უჭერდა ან ჩუმად იყო“, - განაცხადა ბოკერიამ.

 

ინფორმაციისთვის, რამდენიმე დღის წინ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოსთან მიმართებაში პოლიტიკური გეგმები არ გააჩნია.

 

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 955


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები