ანალიტიკა

საქართველომ შეძლო შეექმნა მტრობის არარსებობის ატმოსფერო - სომეხი პოლიტიკოსის აღიარება

03.08.22 11:40


ტელეკომპანია "ნოიან ტაპან"-თან ინტერვიუში სომეხმა პოლიტიკოსმა და პოლიტოლოგმა, პარტია რესპუბლიკისთვის მმართველი საბჭოს წევრმა რუბენ მეჰრაბიანმა საკმაოდ პოზიტიურად შეაფასა როგორც საქართველოს როლი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარებაში, ასევე ის ფაქტი, რომ თავად ქვეყანაში არ არსებობს ეთნიკური მტრობა:

 

 

დაახლოებით 43 წუთიდან რუბენ მეჰრაბიანი საუბრობს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში გამართული პირველი შეხვედრის მნიშვნელობაზე, რადგან ეს იყო შეხვედრა „უკვე რუსული თვალთვალისა და მიყურადების გარეშე“. პოლიტოლოგმა იმედი გამოთქვა, რომ ეს არ იქნება ბოლო შეხვედრა. რუბენ მეჰრაბიანმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში სომხური და აზერბაიჯანული თემები ერთმანეთთან აბსოლუტურად მშვიდობიანად თანაცხოვრობენ, ხშირად ერთსა და იმავე  დასახლებულ პუნქტში.

 

ამ გამოსვლაში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ საუბრისას, რუბენ მეჰრაბიანი სწორად აფასებს, რომ კრემლის ამჟამინდელი ხელისუფლება მსგავსი მშვიდობით  დაინტერესებული სულაც არ არის. მართალია, ამავდროულად მან გარკვეულწილად გაიმეორა სომხური ნაციონალისტური მითები და განაცხადა, რომ "აზერბაიჯანი ჯალათივით არ უნდა მოქმედებდეს სომხეთთან მიმართებაში".

 

აქ გაუცნობიერებლად, რუბენ მეჰრაბიანმა მთავარი „სიმი“ მოჭიმა, რომელზედაც უკრავენ ნაციონალისტები და პროვოკატორები, მტრობას თესავენ, სეპარატიზმს უწევენ ორგანიზებას  და საზღვრების გადაკეთებისაკენ უბიძგენებ. ეს არის მითები "გენოციდებზე" და იმაზე, რომ მახლობლად მცხოვრები ხალხები უბრალოდ ვერ იცხოვრებენ მშვიდობიანად. თითქოს, როგორც კი ყოფილი იმპერიის მხრიდან არ იარსებებს  „ზედამხედველი“ ან „მშვიდობისმყოფელი“ , ერთი ერი ან თუნდაც ერის ნაწილი მაშინვე „ჯალათად“ იქცევა მეორესთან მიმართებაში და მოუწყობს „გენოციდს“.

 

უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის დროსაც კი რეალურად ხდება ამ ცრუ თეზისის ექსპლუატაცია. კრემლის პროპაგანდა ქალაქელებს არწმუნებს, რომ ომი უკრაინაში, თითქოსდა, მიმდინარეობს იმისათვის, რომ დაიცვას "რუსულენოვანი მოსახლეობა" "ბოროტი ბენდერებისგან". რომელიც რუსეთის ფედერაცია რომ არ მოსულიყო ომით, აუცილებლად მოაწყობდა „გენოციდს“.

 

ასეთი პროპაგანდის ფესვები შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. უფრო მეტიც, მას აწყობენ იმავე ეროვნების წარმომადგენლები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ყვებიან საშინელებებს მითიური „სომხების გენოციდის“ შესახებ. ამავდროულად, ომისკენ წაქეზებისას, იგივე „გენოციდის წინააღმდეგ მებრძოლები“ ​​იმავდროულად უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე დარტყმებისკენ მოუწოდებენ, როგორც ამას უკვე აკეთებს მარგარიტა სიმონიანი.

 

ანუ, სქემა კვლავაც სტანდარტულია. სომეხმა ნაციონალისტებმა მისი დანერგვა საზოგადოებრივ ცნობიერებაში პოსტსაბჭოთა სივრცეში ყარაბაღის კონფლიქტის დასაწყისში დაიწყეს. ჯერ ერთი ამტკიცებენ, რომ ადამიანებს უბრალოდ არ შეუძლიათ გვერდიგვერდ ცხოვრება. ვინაიდან, მათი თქმით თუ ისინი ტერიტორიულად არ არიან გამიჯნულნი, სეპარატიზმი არ ხორციელდება, მაშინ ერთი ხალხი მეორეს „გენოციდს“ მოუწყობს. ამას გარდა, ისინი აუცილებლად თხზავენ ყალბ ისტორიებს. სადაც ერთი ერი წარმოდგენილია, როგორც „უძველესი“, „კულტურული“ და „ძირძველი“, ხოლო მეორე როგორც „ბარბაროსი“ და „ჩამოსახლებული“.

 

შემდეგ მოდის პროვოკაციები. სიძულვილი ითესება და სისხლისღვრა ომამდე მიდის. და მაშინ ნამდვილად აქვს ადგილი ნამდვილ გენოციდსა და ეთნიკურ წმენდას. როგორც ხოჯალში, სოხუმში, ბუჩაში... მაგრამ „გენოციდის წინააღმდეგ მებრძოლები“ ​​ამას გენოციდს არ უწოდებენ.

 

მაგრამ, ბოლოს და ბოლოს ხალხები საუკუნეების მანძილზე ხომ მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ გვერდიგვერ. ახლა კი ერთმანეთს ერგებიან, როგორც თავად რუბენ მეჰრაბიანმა აღიარა აზერბაიჯანელებთან და სომხებთან დაკავშირებით საქართველოში. სანამ პროვოკატორები და სეპარატისტები არ დაიწყებენ თავიანთ საქმიანობას, არავის ეჭვიც კი არ ეპარება, რომ ერთმა ერმა შეიძლება მეორის წინააღმდეგ "ჯალათის" როლი შეასრულოს. ანალოგიურად, სომხები და აზერბაიჯანელები საქართველოში გვერდიგვერდ ცხოვრობენ, მათ შეუძლიათ მშვიდად იცხოვრონ სამხრეთ კავკასიაში ყველგან და იმავე ყარაბაღშიც, თუ ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოეღება აგრესიულ ნაციონალიზმსა და სეპარატიზმს.

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 487


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები