პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: არ შეიძლება, ვინმე დავავალდებულოთ, რომ პოლიტიკაში ჩართვაზე გადაწყვეტილება მიიღოს

04.08.22 12:30


არ შეიძლება, ვინმე დავავალდებულოთ, რომ პოლიტიკაში ჩართვაზე გადაწყვეტილება მიიღოს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება იქნება.

 

„არ შეიძლება, პოლიტიკური მიზანშეწონილობა სამართლებრივ აქტზე მაღლა დადგეს. სამართლებრივი პროცედურები დაცვას და პატივისცემას მოითხოვს. პოლიტიკაში ვინმეს მოსვლაზე ან წასვლაზე საუბრისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა ადამიანი თავად იღებს გადაწყვეტილებას პოლიტიკაში მონაწილეობა-არმონაწილეობაზე. შესაბამისად, არ შეიძლება, ვინმე დავავალდებულოთ, რომ პოლიტიკაში ჩართვაზე გადაწყვეტილება მიიღოს. გარკვეული კითხვები გვექნება ოპოზიციონერი დეპუტატების ამ მოწოდებებზე“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები