პოლიტიკა
04.08.22 17:00
არასამთავრობო ორგანიზაციები „ქართული ოცნების“ ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია, რომ 2022 წლის თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაცია უკრაინას თავს დაესხა, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა საზოგადოების უმრავლესობის განწყობებისგან საწინააღმდეგო საგარეო პოლიტიკის გატარება დაიწყეს.
მათი თქმით, „ქართული ოცნება“ ანტიდასავლურ კამპანიას აწარმოებს, რომლის სამიზნე მათ შორის აშშ-ს ელჩი კელი დეგნანიც გახდა. არასამთავრობოები მიიიჩნევენ, რომ ამ კამპანიის ამოცანა ევროკავშირსა და ნატოსთან საქართველოს სახელმწიფოს ურთიერთობების დაზიანება და ქვეყნის დასავლური განვითარების პერსპექტივის შეფერხებაა.
„ყოველთვის, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული სასტიკ ომზე საუბრისას, პასუხისმგებლობას ანაწილებდნენ უკრაინის ხელისუფლებაზე, რომელმაც თითქოს თავიდან არ აიცილა ეს კონფლიქტი, ხოლო საზოგადოებაში ნერგავდნენ სკეპტიციზმს ევროპის სახელმწფოებისა და აშშ-ს მიერ უკრაინის მხარდამჭერ და რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ ზომებთან, მათ შორის სანქციებთან დაკავშირებით.
მოგვიანებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების მოთხოვნის ფორმალურად დაყენების პარლელურად, რომელი მოთხოვნის დაყენებაც შექმნილმა საერთაშორისო პოლიტიკურმა მდგომარეობამ აიძულა საქართველოს ხელისუფლებას, ეს კამპანია კიდევ უფრო ღია და აგრესიული გახდა.
ხელისუფლებამ დაიწყო შეთქმულების თეორიის ჩამოყალიბება და საზოგადოებაში გავრცელება, თითქოს დასავლეთი საქართველოსგან რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას მოითხოვს, რასაც საქართველოს ხელისუფლება და პირადად ბიძინა ივანიშვილი უმკლავდებიან და ამით იცავენ ქართველ ხალხს რუსული სამხედრო აგრესიისგან“, – ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.
როგორც არასამთავრობოები ამბობენ, „ამ მიზანმიმართული პროპაგანდის მიზანს ერთი მხრივ, საზოგადოებაში დაბნეულობის შემოტანა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის ვერ მიღების ფაქტის გაუბრალოება, საზოგადოების გულისწყრომის ომის შიშით დათრგუნვა, ხოლო მეორე მხრივ, ევროკავშირის მიერ დეოლიგარქიზაციის მოთხოვნის საპირისპიროდ ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის გამართლება და მისი, როგორც საქართველოს მშვიდობის გარანტორის წარმოჩენა წარმოადგენდა“.
მათი თქმით, აღნიშნული პროპაგანდა მსოფლიო შეთქმულებების შესახებ რუსულ პროპაგანდის გადმოქართულებული ვერსიაა, რომელმაც საქართველოს მოქალაქეთა დიდ ნაწილზე საწყის ეტაპზე არსებითი გავლენა ვერ მოახდინა. რისი დასტურიც, მათი თქმით, კვლევებით დადასტურებული ევროკავშირის მხარდამჭერთა დიდი რაოდენობა და ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებიცა.
„თუმცა ხელისუფლება კიდევ უფრო აძლიერებს ანტიდასავლურ რიტორიკას და პოლიტიკის გატარებას. ეს ჩვენთვის ცხადი ნიშანია, რომ ხელისუფლება არ აპირებს საქართველოს დემოკრატიზაციის სასარგებლოდ მოქმედებას, ხოლო ოლიგარქიული მმართველობის პირობებში საქართველო კიდევ უფრო დაშორდება დასავლურ ფასეულობებსა და დეომკრატიული მმართველობის იდეას, ისე როგორც ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას.
ხელისუფლების ავტორიტარული ზრახვები და ოლიგარქიული მმართველობა შეუთავსებელია ქართველი ხალხის კონსტიტუციით გამყარებულ მისწრაფებებთან – ვიცხოვროთ დემოკრატიულ რესპუბლიკაში და გავხდეთ ევროკავშირისა და ნატოს წევრი, რასაც მხარს აქტიურად უჭერდა და უჭერს ამერიკის შეერთებული შტატებიც, რომელიც 3 ათეული წელია საქართველოს დემოკრატიული განვითარების უანგარო მხარდამჭერია.
შესაბამისად, ელჩი დეგნანისადმი დაუსაბუთებელი, მიზანმიმართული იერიში, სწორედ ამ ხაზის გაგრძელებაა და მიზნად ისახავს ქართული საზოგადოების თვალში საქართველოს მთავარი მოკავშირის დემონიზებას, საქართველოს დემოკრატიული განვითარების მიზნით ქართველი ხალხისადმი აშშ-ს მხარდაჭერის შესუსტებას, ევროკავშირსა და ნატოსთან საქართველოს სახელმწიფოს ურთიერთობების დაზიანებას და ქვეყნის დასავლური განვითარების პერსპექტივის შეფერხებას“, – აღნიშნულია არასამთავრობოების განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
დემოკრატიის მცველები
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
რაჭის სათემო ორგანიზაცია
გურიის სამოქალაქო მოძრაობა “თავისუფლებისთვის“
არასამთავრობო ორგანიზაცია “მეხუთე ელემენტი”
ფემინა
“სტუდენტები ევროპული მომავლისთვის”
საზოგადოებრივი მოძრაობა მომავლის ჭიათურა
საინიციატივო ჯგუფი “არ გადადო”
ჯიუტიGeut
კამპანია We stand for U
ქობულეთის სამოქალაქო საზოგადოება
სამირა ბაირამოვა, აქტივისტი
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 532
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0012.08.22
-
გიორგი ვოლსკიმ დიასპორული საგრანტო კონკურსების გამარჯვებულებს სიგელები გადასცა
17:3012.08.22
-
17:0012.08.22
-
პირველ ოქტომბერს სენაკში შუალედური არჩევნები გაიმართება
16:3012.08.22
-
ლორის-მელიკოვი - ტერორიზმის მფარველი, მოღალატე და მეფის მკვლელი
16:0012.08.22
-
15:3012.08.22
-
საპარლამენტო დელეგაციამ სამხრეთ აფრიკის პარლამენტში შეხვედრები გამართა
15:0012.08.22
-
კახა კალაძემ მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
14:3012.08.22
-
13:5012.08.22
-
13:2012.08.22
-
12:5012.08.22
-
„ეს არის პოლიტიკური თვითმკვლელობა“ - ბადრი ჯაფარიძე 4 დეპუტატის განცხადებაზე
12:2012.08.22
-
ოზურგეთში 50 წლამდე ასაკის ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა
12:0012.08.22
-
11:4012.08.22
-
11:2012.08.22
-
ლევან დავითაშვილი - მიმდინარე თვის ბოლოსთვის საწვავის ფასების შემცირებას ველოდებით
11:0012.08.22
-
10:4012.08.22
-
ჩვენ ვიქნებით სადარაჯოზე, რომ "ოცნებაზე" ზეწოლა აღარ იყოს - ყაველაშვილი
10:2012.08.22
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ჩინეთის ახალ ელჩს შეხვდა
10:0012.08.22
-
18:0011.08.22
-
ანა ნაცვლიშვილმა მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ ხედვა წარადგინა
17:3011.08.22
-
ივერთუბნის დასახლებაში პარკის მშენებლობა მიმდინარეობს
17:0011.08.22
-
რატი იონათამიშვილი - სააკაშვილი არის ისტორიული კრიმინალი
16:3011.08.22
-
16:0011.08.22
-
15:3011.08.22
-
15:0011.08.22
-
„სანქციების დაწესების სურვილი ალაპარაკებს ტყუილებს“ - სარჯველაძე პოდოლიაკის განცხადებაზე
14:3011.08.22
-
მამალაძე: მოსმენების საქმეზე მე და ჩემი ძმა პროკურატურამ დაზარალებულად გვცნო
14:0011.08.22
-
ივანიშვილისგან მუქარა მივიღე, თუ არ გავჩერდებოდი და სასურველ ჩვენებას არ მივცემდი – გოგაშვილი
13:3011.08.22
-
13:0011.08.22
-
Ryanair-ის ხელმძღვანელი: 10 ევროდ ბილეთების ეპოქა დასრულდა
12:4011.08.22
-
შალვა პაპუაშვილი: შინდისის გმირების ისტორიაზე იზრდება ჩვენი მომავალი თაობა, მარადიული ხსოვნა გმირებს
12:2011.08.22
-
12:0011.08.22
-
11:4011.08.22
-
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, შინდისის გმირების მონუმენტის გახსნა სექტემბერში იგეგმება
11:2011.08.22
-
11:0011.08.22