პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი - თუ პუტინი გაიფიქრებს მაინც ისეთ ქმედებებს ნატო-ს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ, როგორც რუსეთმა საქართველოს, მოლდოვის ან უკრაინის წინააღმდეგ ჩაიდინა, მაშინ ნატო დაუყოვნებლივ ჩაერთვება

05.08.22 10:40


პრეზიდენტი პუტინი თუ გაიფიქრებს მაინც ისეთ ქმედებებს ნატო-ს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ, როგორც რუსეთმა საქართველოს, მოლდოვის ან უკრაინის წინააღმდეგ ჩაიდინა, მაშინ ნატო დაუყოვნებლივ ჩაერთვება, – ამის შესახებ განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნორვეგიაში, კუნძულ უტოიაზე ვიზიტის დროს გააკეთა.

 

სტოლტენბერგმა უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპისთვის ყველაზე სახიფათო მომენტი უწოდა.

 

„თუ პრეზიდენტი პუტინი თუნდაც გაიფიქრებს მაინც ისეთივე ქმედებებს ნატო-ს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ, როგორც რუსეთმა საქართველოს, მოლდოვის ან უკრაინის წინააღმდეგ ჩაიდინა, მაშინ ნატო დაუყოვნებლივ ჩაერთვება“ – განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

მისივე თქმით, ის, რაც მოხდა უკრაინაში, საშინელებაა, მაგრამ გაცილებით უარესი იქნებოდა თუ ომი რუსეთსა და ნატო-ს შორის დაიწყებოდა.

 

„ჩვენს ინტერესებშია, რომ პუტინის აგრესიული პოლიტიკა წარმატებული არ იყოს“,- განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები