პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი „ნაცმოძრაობაზე“: აშშ-ის ელჩის გაგდებას ითხოვდნენ საქართველოდან და იმპერიალისტურ იდეებში ადანაშაულებდნენ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს

05.08.22 11:00


48 ოპოზიციონერის განცხადებას, რომლითაც ისინი „ქართულ ოცნებას“ მიმართავენ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია, მმართველი პარტიის წევრები გამოეხმაურნენ.

 

მათი განცხადებით, საქართველო განაგრძობს დასავლეთთან პარტნიორულ ურთიერთობებს და მსგავსი განცხადება ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ დესტრუქციის მცდელობაა. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, სწორედ „ნაციონალური“ მოძრაობაა ის პარტია, რომელიც საქართველს პარტნიორ ქვეყნებს იმპერიალისტურ იდეებში ადანაშაულებდა.

 

„რაც შეეხება ანტიდასავლურ პოზიციას, ეს იმ ხალხის ძალიან დიდ რაოდენობას ახასიათებს, რომელიც მხარს უჭერს „ნაციონალურ მოძრაობას“. აშშ-ის ელჩის გაგდებას ითხოვდნენ საქართველოდან და იმპერიალისტურ იდეებში ადანაშაულებდნენ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს. ერთის მხრივ რუსეთიაო საფრთხე და მეორეს მხრივ დასავლეთიო - ამას ქადაგებდა სააკაშვილი“, - აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები