პოლიტიკა

„მკურნალობის ტაქტიკის შერჩევაზე მხოლოდ ერთი პროფესიის ადამიანებს შეუძლიათ, ისაუბრონ, ამ პროფესიას ეწოდება ექიმი და არა ადვოკატი და პოლიტიკოსი“ - დავით სერგეენკო სააკაშვილზე

05.08.22 13:30


პარლამენტის ვიცე სპიკერი დავით სერგეენკო საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებთ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისი ჯანმრთელობის შესახებ მხოლოდ ექიმებმა უნდა ისაუბრონ და არა ადვოკატებმა და პოლიტიკოსებმა.

 

„სამკურნალოდ გადასვლაზე ან არ გადასვლაზე, მკურნალობის ტაქტიკის შერჩევაზე მხოლოდ ერთი პროფესიის ადამიანებს შეუძლიათ, ისაუბრონ. ამ პროფესიას ეწოდება ექიმი. არ ეწოდება ადვოკატი, არ ეწოდება ენთუზიასტები, არ ეწოდება პოლიტიკოსები, ეწოდება ექიმები, რომლებსაც თავისი სიტყვის ზეწოლის გარეშე თქმის საშუალება უნდა მიეცეს“, - განაცხადა სერგეენკომ.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 415


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები