პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: სწორია კობახიძის კრიტიკა, რომ ადამიანების ვიზის გარეშე შემოშვებას ახლა აპროტესტებს ხალხი, ვინც 2011 წელს თვითონ იყო ვიზების მოხსნის ინიციატორი

05.08.22 14:30


სწორია კობახიძის არგუმენტი და კრიტიკა იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანების ვიზის გარეშე შემოშვებას ახლა აპროტესტებს ის ხალხი, ვინც 2011 წელს თვითონ იყო ვიზების მოხსნის ინიციატორი, – ასე აფასებს „გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.

 

„ამ ფორმით მე ვერც ომის დაწყების და ვერც ქსენოფობიური კამპანიის დაწყების საფრთხეს ვერ ვხედავ, თუმცა, სწორია ირაკლი კობახიძის არგუმენტი და კრიტიკა იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანების ვიზის გარეშე შემოშვებას ახლა აპროტესტებს ის ხალხი, ვინც 2011 წელს თვითონ იყო ვიზების მოხსნის ინიციატორი. უცნაურია, ერთი მხრივ, მხარს უჭერდე ვიზების მოხსნას, როცა შენ ხარ ხელისუფლებაში და შემდეგ ამბობდე, რომ ამ მეთოდით ქვეყნის ოკუპაცია ხდება. თანმიმდევრულობა ძალიან მნიშვნელოვანია.

 

მე პრობლემას ტურისტების მატებაში ვერ ვხედავ. პრობლემას ვხედავ ოკუპანტის მატებაში, რომელიც ავტომატით მოდის. ვიზას სთხოვ ვიღაცას და ამ ბარიერს ვერ გაივლის და რომ გჯერა, რომ ახლა ოკუპანტი შეაჩერე. ეს აბსურდული თავდაჯერებული რემენაა და მეტი არაფერი“, – განაცხადა დეპუტატმა.

 

 

 

წყარო :  /www.kvira.ge/

წაკითხულია : 442


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები