პოლიტიკა
05.08.22 15:00
„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, პარტიის საგარეო მდივანი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებებს აფასებს და ამბობს, რომ კობახიძე რუსეთის არმიას მოუძღვის საქართველოში.
გეგელიას თქმით, უმრავლესობის ლიდერი მშვიდობიან ადამიანებს ომის სურვილში ადანაშაულებს, სინამდვილეში კი თავად თესავს სამოქალაქო შუღლს, აღრმავებს პოლარიზაციას და ადამიანებს აპირისპირებს ერთმანეთთან.
„ირაკლი კობახიძე უკვე ოფიციალურად გახდა ჩვენი დროის სერგო ორჯონიკიძე. ჯერ კიდევ მარტში და ახლა უკვე დღეს, კობახიძემ რუსებს საქართველოში შესაძლო შემოჭრის პირდაპირი საბაბი მისცა, როდესაც თქვა რომ საქართველოში რუსები ეთნიური ნიშნით იდევნებიან. ამაზე მეტი საბაბი რუსეთს არცერთი სამხედრო შეჭრის დროს არ დასჭირვებია. კობახიძემ გაიმეორა და გაამყარა სწორედ ის რიტორიკა, რომელსაც კრემლი 2008 წელს საქართველოში და 2022 წელს უკრაინაში შეჭრის წინ იყენებდა არაპროვოცირებული სამხედრო აგრესიის გასამართლებლად. კობახიძის დანაშაული ორმაგად მძიმეა, რადგან მან შესანიშნავად იცის რას აკეთებს. ეს არც უნებლიე შეცდომაა და არც საკითხის გაუაზრებლობა. ეს არის კრემლის სცენარის გააზრებული გატარება "ქართული ოცნების" ხელით. "ქართული ოცნება" თავისი პარტიულ-პოლიტიკური ინტერესების დასაკმაყოფილებლად მშვიდობისმყოფელ ადამიანებს ომის სურვილში ადანაშაულებს, სინამდვილეში კი თვითონ თესავს სამოქალაქო შუღლს, აღრმავებს პოლარიზაციას, ადამიანებს აპირისპირებს ერთმანეთთან და ახლა უკვე რუსეთის არმიას მოუძღვის. ამ ყველაფრისთვის "ქართული ოცნება" უმძიმეს ფასს გადაიხდის“, - განაცხადა გეგელიამ.
შეგახსენებთ, რომ ქსენოფობიური კამპანიის ავტორებსა და გამავრცელებლებს ჭეშმარიტ ქართულ და ევროპულ ფასეულობებთან საერთო არაფერი აქვთ.
„დღეს რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების დაწესებას ითხოვენ ადამიანები, რომლებმაც ნაწილობრივ 2010 წელს, ხოლო სრულად 2012 წლის თებერვალში, რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან 3 წლის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შემოიღეს“, - ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 343
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.09.23
-
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 200 000 დოზა ხელმისაწვდომი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან იქნება
17:3026.09.23
-
17:0026.09.23
-
16:3026.09.23
-
ლევან დავითაშვილი - ბანკებში სიმშვიდეა - ჩვენი საბანკო სისტემა ძლიერია ისე, როგორც არასდროს
16:0026.09.23
-
მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 14 საკითხი განიხილეს
15:3026.09.23
-
„საქართველოსთვის“ შოვზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს
15:0026.09.23
-
14:3026.09.23
-
შალვა პაპუაშვილი რუმინეთის პრემიერ-მინისტრს ხვდება
14:0026.09.23
-
ბენზინგასამართი სადგურის აფეთქება ხანკენდში და ტერაქტის საშიშროება მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე
13:2026.09.23
-
ბენზინგასამართი სადგურის აფეთქება ხანკენდში და ტერაქტის საშიშროება მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე
13:0026.09.23
-
12:4026.09.23
-
12:2026.09.23
-
12:0026.09.23
-
11:4026.09.23
-
ილია დარჩიაშვილი ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
11:2026.09.23
-
ყარაბაღიდან სომხეთში 13 500-ზე მეტი ადამიანი შევიდა
11:0026.09.23
-
ილია დარჩიაშვილი ევროკომისარ ილვა იოჰანსონს შეხვდა
10:4026.09.23
-
ჰაი-სომხები გამოიყენეს, მიატოვეს და ურჩევენ „გაჩუმდნენ“
10:2026.09.23
-
ჰაი-სომხები გამოიყენეს, მიატოვეს და ურჩევენ „გაჩუმდნენ“
10:0026.09.23
-
18:0025.09.23
-
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილების პროექტს მხარი დაუჭირა
17:3025.09.23
-
17:0025.09.23
-
16:3025.09.23
-
ყარაბაღიდან სომხეთში იძულებით გადაადგილებული პირთა რაოდენობა 3 ათასამდეა
16:0025.09.23
-
15:3025.09.23
-
შალვა პაპუაშვილმა და რუმინეთის სენატის პრეზიდენტმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი
15:0025.09.23
-
14:3025.09.23
-
შალვა პაპუაშვილი რუმინეთის დეპუტატთა პალატის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
14:0025.09.23
-
13:4025.09.23
-
13:2025.09.23
-
ერევანში დაუმორჩილებლობის აქციებზე 100-ზე მეტი მონაწილე დააკავეს
13:0025.09.23
-
შალვა პაპუაშვილი რუმინეთის სენატის პრეზიდენტს შეხვდა
12:4025.09.23
-
12:2025.09.23
-
ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა
12:0025.09.23
-
ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა გაათავისუფლეს
11:4025.09.23