პოლიტიკა
08.08.22 12:40
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„14 წლის წინ საქართველოს ისტორიაში კიდევ ერთი სისხლიანი ფურცელი ჩაიწერა რუსული ოკუპაციის შესახებ. ისევე როგორც დღეს უკრაინის ომი, 2008 წლის აგვისტოს ომიც გლობალური პოლიტიკის ნაწილი იყო. ეს არ იყო მხოლოდ რუსეთ-საქართველოს ომი, აქ, ქართულ მიწაზე რუსეთი მაშინაც დასავლეთს დაუპირისპირდა, თუმცა, მაშინ დასავლეთი მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლა.
უფრო მეტიც, აგვისტოს ომისთვის რუსეთი ერთგვარად „დასაჩუქრდა“, მისი გავლენა და უფლებები კიდევ უფრო გაიზარდა არა მარტო ევროპაში, არამედ, ოკეანის გაღმაც. რუსეთი კიდევ უფრო ანგარიშგასაწევი გახადა სააკაშვილის ხელისუფლებამ ქვეყნის შიგნითაც. მათ აგრესორს გადასცეს ყველა სტრატეგიული ობიექტი და გააუქმეს სავიზო რეჟიმი რუსეთთან. პოლიტიკა შეცდომებს არ გვპატიობს.
ძნელად დასაჯერებელია, რომ სააკაშვილის ხელისუფლების ამგვარი ქმედება შეცდომა იყო და არა მიზანმიმართული რუსული პოლიტიკის განხორციელება საქართველოში, ხოლო რაც შეეხება საერთაშორისო თანამეგობრობას, მათი შეცდომის შედეგს დღეს იმკის მსოფლიო ახლა უკვე უკრაინელი ხალხის მსხვერპლის ფასად.
იმას, რასაც დღეს ვკითხულობთ აგვისტოს ომთან დაკავშირებით ევროპული სახელმწიფოების ოფიციალური პირების განცხადებებში, მსგავსი მძაფრი სიტყვები რუსეთზე არ წაგვიკითხავს 14 წლის განმავლობაში. მესმის, დღეს დასავლეთს ასე სჭირდება, მაგრამ რა იქნება ხვალ, თუკი გლობალური პოლიტიკის რაკურსი კვლავ შეიცვლება? ეს არის ის კითხვა, რის გამოც გადავწყვიტეთ ხალხთან ერთად განვსაზღვროთ ჩვენი ქვეყნის მომავალი.
ალბათ ყველანი დავრწმუნდით იმაში, რომ ქვეყნის სიდიდე არ განსაზღვრავს მის პოლიტიკურ დატვირთვას. არის დრო, როდესაც სამშობლოს გადასარჩენად გვჭირდება სიცოცხლის გაწირვა და არის დრო, როდესაც თითოეული მოქალაქის სიცოცხლე გვჭირდება ჩვენივე ქვეყნის გადასარჩენად.
დღეს სწორედ ეს დროა. ამ ურთულეს პერიოდში ჩვენ უნდა შევძლოთ მშვიდობის შენარჩუნება და სტაბილური განვითარებით დროებით დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება. ეს ჩვენი გასაკეთებელია. დღეს მძიმე დღეა. ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს. დღეს კიდევ უფრო ვრწმუნდებით იმაში, რომ ძლიერ მტერს მხოლოდ გონიერებით თუ დავამარცხებთ.
იქნებ აგვისტოს დღეებმა მაინც შეახსენოს ომით დაინტერესებულ პირებს, რომ საქართველოს ომში ჩართვა ჩვენი ფიზიკური განადგურება იქნება. ომით ვერ მივალთ გამარჯვებამდე. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი გზა ჩვენი გონივრული პოლიტიკაა. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ამ გამარჯვებას იმ გმირების სახელების უკვდავსაყოფად, რომლებმაც დღევანდელი თარიღი საკუთარი სისხლით დაწერეს“, - აცხადებს ხუნდაძე.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 442
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24