პოლიტიკა

გიტანას ნაუსედა: თუ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია არის სახელმწიფოს პრიორიტეტი, როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციის ამოცანა, მაშინ შეთანხმება უნდა შეძლოთ

08.08.22 17:20


ეს არის საერთო პასუხიმგებლობა და არ არის მხოლოდ მმართველი გუნდის პასუხიმგებლობა. ეს ეხება ოპოზიციასაც. მესმის რომ ზოგჯეერ რთულია და ჩემს ქვეყანაშიც არ არის მარტივი. ლიეტუვაში გვაქვს პოლარიზაცია გარკვეულ საკითხებზე, პოლიტიკური კონკურენციაც არის და პოლიტიკური შეჯიბრიც პოლიტიკურ პარტიებს შორის, მაგრამ თუ ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან მნიშვნელოვან თემებზე და პრიორიტეტებზე, მაშინ ჩვენ ვართ ყოველთვის ერთიანი, - ამის შესახებ გიტანას ნაუსედამ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. ლიეტუვის პრეზიდენტმა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მუშაობის მაგალითიც მოიყვანა.

 

„შემიძლია მაგალითიც მოვიყვანო რუსეთიდან მომავალი საფრთხეები მზარდია. დიახ, ლიეტუვა ნატოს წევრია, ალიანსი გვიცავს, გვავქვს მეხუთე მუხლის იმედი, მაგრამ ქვეყანამ უნდა იზრუნოს თავდაცვაზე და მიიღოს გადაწყვეტილებები თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებაზე. ნატოს წევრობის მიუხედავად, უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ მოსახლეობის დასაცავად. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია თავდაცვის ხარჯების გაზრდა. 2,5%-მდე გავზარდეთ და ეს იყო კონსენსუსის შედეგი. სკეპტიკურად განწყობილმა პოლიტიკურმა პარტიებმაც კი გაანალიზეს, რომ ეს საჭირო იყო და არ იყო ის საკითხი,რომელზეც პოლიტიკური უთანხმოება უნდა მოჰყოლოდა. ჩვენი გამოცდილება სასარგელო უნდა იყოს საქართველოსთვისაც.

 

თუ ქვეყნის პრიორიტეტებზე საუბრობთ და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია არის სახელმწიფოს პრიორიტეტი, როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციის ამოცანა, მაშინ შეთანხმება უნდა შეძლოთ. ამას ექნება ძალიან პოზიტიური გავლენა საზოგადოებაზე, ხალხი დაიწყებს პოლიტიკოსების ნდობას და მათ დაჯერებას. ისინი ირწმუნებენ, რომ პოლიტიკოსები ემსახურებიან ქვეყანას და ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი- პოლიტიკოსები ემსახურებოდნენ ქვეყანას და არა ქვეყანა ემსახურებოდეს პოლიტიკოსებს“, - განაცხადა ნაუსედამ.

 

ლიეტუვის პრეზიდენტის ექსკლუზიური ინტერვიუს სრულ ვერსიას მაყურებელი „ქრონიკის“ მთავარ გამოშვებაში, 20:00 საათზე ნახავს.

 

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები