საზოგადოება

Ryanair-ის ხელმძღვანელი: 10 ევროდ ბილეთების ეპოქა დასრულდა

11.08.22 12:40


ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ ო'ლირიმ განაცხადა, რომ კომპანია მომხმარებელს აღარ შესთავაზებს ფრენებს ყველაზე დაბალ ფასებში საწვავის ხარჯების მკვეთრი ზრდის გამო.

 

ო'ლირიმ აღნიშნა, რომ 10 ევროს ბილეთების ეპოქა დასრულდა. ავიაკომპანიის საშუალო საფასური დაახლოებით 40 ევროდან 50 ევრომდე გაიზრდება მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.

 

„ეჭვგარეშეა, რომ ბაზრის დაბალ დონეზე ჩვენი მართლაც იაფად რეკლამირებული ტარიფები - ერთ ევროზე, 0,99 ევროზე, თუნდაც 9,99 ევროზე - ვფიქრობ, ასეთი ტარიფებს მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში არ იხილავთ“, - განაცხადა მან BBC-ის Radio 4 Today-ის გადაცემაში.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები