პოლიტიკა
11.08.22 13:00
ხშირად ხდება მანიპულირების საგანი, რომ საქართველო ენერგეტიკულად რუსეთზეა დამოკიდებული - რუსეთზე ენერგოდამოკიდებული არ ვართ,- ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ელექტროენერგიის როგორც აზერბაიჯანიდან, ისე თურქეთიდან შემოტანის შესაძლებლობა აქვს, ბუნებრივ გაზის 90%-ზე მეტი კი აზერბაიჯანიდან შემოდის და მხოლოდ ძალიან მცირე მოცულობის იმპორტი ხდება რუსეთიდან.
„ხაზს ვუსვამ, რომ ის, თუ საიდან შემოაქვს ქვეყანას ელექტროენერგია კონკრეტული თვის განმავლობაში, დამოკიდებულია იმაზე, რომელი ქვეყანა უფრო იაფ ფასს შესთავაზებს. როგორც წესი, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან ხდება ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოში, გააჩნია რომელ პერიოდში რომელ ქვეყანას რა ფასის შეთავაზება შეუძლია. ამდენად, ჩვენ რუსეთზე ენერგოდამოკიდებული არ ვართ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას როგორც ელექტროენერგიის, ისე ბუნებრივი გაზის ნაწილში. ელექტროენერგიის ნაწილში გვაქვს შესაძლებლობა როგორც აზერბაიჯანიდან, ისე თურქეთიდან შემოვიტანოთ, რაც შეეხება ბუნებრივ გაზს, 90%-ზე მეტი შემოდის აზერბაიჯანიდან, ძალიან მცირე მოცულობა შემოდის რუსეთიდან, რომელიც ამ გაზსადენის წნევების რეგულირებისთვის საჭირო ტექნიკური ინსტრუმენტია ერთი მხრივ, მეორე მხრივ კი, საქართველო სომხეთში გატარებული ბუნებრივი გაზიდან გარკვეულ სარგებელს იღებს. ამდენად, რუსეთზე დამოკიდებულება, როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი გაზის ნაწილში არ გვაქვს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 262
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
10:4023.04.24
-
10:0023.04.24
-
7:5623.04.24
-
18:0022.04.24
-
17:4022.04.24
-
17:2022.04.24
-
16:5722.04.24
-
ირაკლი კობახიძემ თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობა დააანონსა
16:2522.04.24
-
16:0522.04.24
-
მამუკა მდინარაძე -29 აპრილის სახალხო შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად იქნება, ეს მისი სურვილია
15:4322.04.24
-
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი აღიკვეთა
15:2222.04.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
14:5922.04.24
-
14:3022.04.24
-
14:0522.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ეროვნული მნიშვნელობის საკითხები დროულად იყოს განხილული
13:2522.04.24
-
სამინისტრო - ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით ახალი პროექტი იწყება
13:0022.04.24
-
მარიამ ქვრივიშვილი - 2024 წლის სამ თვეში საქართველომ უკვე მილიონ ტურისტს უმასპინძლა
12:3122.04.24
-
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს
12:0322.04.24
-
გურამ მაჭარაშვილი - სუვერენიტეტის შეზღუდვა სარწმუნოების გაქრობის ფონზე ხდება
11:3922.04.24
-
11:1522.04.24
-
10:4022.04.24
-
სუს-ი - მთელი ღამე მიმდინარეობდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები
10:0022.04.24
-
18:0019.04.24
-
17:3719.04.24
-
17:0519.04.24
-
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
16:4219.04.24
-
ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს
16:2019.04.24
-
16:0019.04.24
-
15:3719.04.24
-
15:0519.04.24
-
14:4019.04.24
-
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
14:1919.04.24
-
13:4719.04.24
-
ვახტანგ გომელაური - აქციაზე 40 პირი დავაკავეთ - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას
13:2519.04.24
-
13:0019.04.24
-
12:4019.04.24