პოლიტიკა

კახა კალაძე ჟურნალისტს - საერთოდ ვერ ვხედავ პრობლემას რუსული ნომრით მანქანა თუ გადაადგილდება თბილისში, რამეს გაუგებრად ვსაუბრობ?

11.08.22 15:30


თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საერთოდ ვერ ხედავს პრობლემას იმაში, თუ თბილისში რუსული ნომრით ავტომობილი გადაადგილდება.

 

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ თემაზე თბილისის მერიამ განცხადება უკვე გაავრცელა.

 

"თბილისის მერიის განცხადება მოისმინეთ? არ დაგაკმაყოფილათ?! არცერთი კონტრაქტორი, რომელიც მუშაობს და თბილისის მერიას ჰყავს აყვანილი, ეს ავტომობილი არ არის მათი. გარდა ამისა, სხვადასხვა მშენებლობები მიმდინარეობს კონკრეტულ გამზირზე. საერთოდ ვერ ვხედავ პრობლემას რუსული ნომრით მანქანა თუ გადაადგილდება თბილისში. რამეს გაუგებრად ვსაუბრობ? მერიას ჰყავს კომპანიები, ვინც კონკრეტულ სამუშაოებს ასრულებს",-განაცხადა კალაძემ.

 

ცნობისთვის, გუშინ თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა და განმარტა, რომ რუსული სანომრე ნიშნის მქონე სატვირთო მანქანას, რომელიც მელიქიშვილის გამზირზე გადაადგილდება, მერიის ინფრასტრუქტურულ პროექტებთან არანაირი კავშირი არ აქვს. მათივე განცხადებით, სატვირთოს გადაადგილება მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს არ უკავშირდება და ის მერიის არცერთი კონტრაქტორი კომპანიის საკუთრებას არ წარმოადგენს.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები