პოლიტიკა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ჩინეთის ახალ ელჩს შეხვდა

12.08.22 10:00


ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში ჩინეთის ახალ, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

 

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საელჩოს მრჩეველი სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში ჭაო ჩუანი.

 

მათივე ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

 

„ფინანსთა მინისტრმა ახლადდანიშნულ დიპლომატს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის გრანტით და ტექნიკური მხარდაჭერის სახით ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს.

 

შეხვედრაზე აღინიშნა ის პროექტები, რომლებიც ჩინეთის მთავრობის მხარდაჭერით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ხორციელდება.

 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება.

 

მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ პარტნიორობის ეს ისტორია მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები