პოლიტიკა

„ეს არის პოლიტიკური თვითმკვლელობა“ - ბადრი ჯაფარიძე 4 დეპუტატის განცხადებაზე

12.08.22 12:20


„ეს წერილი არის თავდასხმა აშშ-ზე“, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ, „ოცნებიდან“  წასული 4 დეპუტატის  დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ისინი აშშ-ის საელჩოს ხელისუფლების გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებენ.

 

ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ „ოცნებამ“ პროდასავლური ამომრჩეველი დაკარგა. 

 

პარტია „ლელოს“ ლიდერი 4 დეპუტატის მიერ გაკეთებულ განცხადებას პოლიტიკურ თვითმკვლელობას უწოდებს და ამბობს, რომ ამით ისინი საკუთარ რეპუტაციას ანულებენ. 

 

„ეს წერილი არის თავდასხმა აშშ-ზე. ეს არის პოლიტიკური თვითმკვლელობა, რასაც ესენი აკეთებენ. ივანიშვილმა აირჩია პირდაპირ ღია ანტიამერიკული რიტორიკა. „ქართულმა ოცნებამ“ კარგად იცის, რომ  მან დაკარგა პროდასავლური ამომრჩეველი. მათ დაინახეს, დაკარგეს პროდასავლური ელექტორატი და ახლა ისინი ნადირობენ - ანტიდასავლურ, ანტიამერიკულ ელექტორატზე. ეს ადამიანები მზად არიან, თავისი რეპუტაცია გაანულონ.

 

ეს არის ზურაბ ჯაფარიძის ხედვა, რომელიც გამოიტანა საჯაროდ. ჩვენმა საზოგადოებამ უნდა დაინახოს ოპოზიციურ პარტიაში არამხოლოდ მაკრიტიკებელი „ქართული ოცნების“, არამედ დაინახონ ოპოზიციაში ძალა, რომელმაც იცის რას გააკეთებს, როცა ხელისუფლებაში მოვა. ჩვენი გეგმაა, ყველა შესაძლო არხით შევეცადოთ, ვაჩვენოთ საზოგადოებას თუ რას კარგავს ქვეყანა იმის გამო, რომ დღეს ხელისუფლებაშია „ქართული ოცნება“. საზოგადოებასთან კომუნიკაცია არის აუცილებელი. ჩვენ ვაჩვენებთ საზოგადოებას, რომ მზად ვართ ხელისუფლებაში მოსასვლელად და „ოცნების“ ჩასანაცვლებლად“, - აცხადებს პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი. 

 

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები