პოლიტიკა

ბექა ოდიშარია - ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ შესაძლებლობას დიასპორაში, ძალიან გვეიმედება ყველა თაობის დიასპორელი, განსაკუთრებით ახალგაზრდები

12.08.22 18:00


ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ შესაძლებლობას ჩვენს დიასპორაში, ძალიან გვეიმედება ყველა თაობის დიასპორელი, განსაკუთრებით ახალგაზრდები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბქ ოდიშარიამ განაცხადა.

 

ბექა ოდიშარიამ მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს.

 

„თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამოკიდებულება და კავშირი საკუთარ დიასპორასთან ამ ოთხი სიტყვით არის გამოხატული, ძლიერი საქართველო, ძლიერი დიასპორა და პირიქით. ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ შესაძლებლობას ჩვენს დიასპორაში. ჩვენ ძალიან გვეიმედება ყველა თაობის დიასპორელი, განსაკუთრებით ახალგაზრდები. მადლობა მინდა, გადავუხადო განსაკუთრებულ მინისტრ ილია დარჩიაშვილს, რომელიც თითოეულ საკითხს სიღრმისეულად უდგება და მიუხედავად იმისა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო არის ძალიან დიდი უწყება და ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ასევე კურირებდა ქართულ დიასპორას, თითოეული მიმართულებით პროგრამები ფართოვდება, გეგმები არის ძალიან დიდი. შემოდგომიდან, ამავე წელსვე ამას დაინახავს როგორც დიასპორა, ასევე საზოგადოება საქართველოში“, – განაცხადა ოდიშარიამ.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები