საზოგადოება

დედის მკვლელობაში ბრალდებულსა და მის მეგობარს პატიმრობა შეეფარდათ

16.08.22 16:30


17 წლის ბიჭს, რომელსაც მეგობართან ერთად, ბრალი დედის მკვლელობაში ედება სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

35 წლის ქალი დანით მიყენებული რამდენიმე ჭრილობის შედეგად 13 აგვისტოს დაიღუპა. შსს-ის თქმით, მკვლელობის ბრალდებით დააკავეს გარდაცვლილის 17 წლის შვილი, რომელსაც უწყების ვერსიით, დანაშაულის ჩადენაში მისი 19 წლის მეგობარი დაეხმარა, რომელიც ასევე პატიმრობაში იმყოფება.

 

ორივე მათგანს დღეს 16 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. არასრულწლოვანს ბრალად ედება „ოჯახის წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის“ მუხლით, ხოლო მეგობარს – „ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის“ მუხლით.

 

ბრალი დამტკიცების შემთხვევაში 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები