პოლიტიკა

თავდაცვის სამინისტროში საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვეს

17.08.22 14:20


საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

მათი ცნობით, გენერალმა თავდაცვის ძალების საუკეთესო სამხედროებს - კაპრალ-სპეციალისტ კახა შარვაშიძეს, სერჟანტ ირაკლი ჯულაყიძეს, სერჟანტ ლევან პატაშურსა და უფროს ლეიტენანტ თორნიკე სამაკაშვილს მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და კარიერულ ცხოვრებაში წარმატებები უსურვა.

 

„წელს საუკეთესო სამხედროები ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადიდან, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიიდან, თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 და მე-3 ქვეითი ბრიგადებიდან გამოვლინდნენ.

 

თავდაცვის სამინისტროს სპეციალური კომისია საუკეთესო რიგითების, კაპრალების, ათეულისა და ოცეულის მეთაურების, სერჟანტებისა და უმცროსი ოფიცრების გამოვლენის მიზნით მუშაობას აგრძელებს. აღნიშნული ინიციატივა თავდაცვის უწყებაში სამხედროების დაფასების, შეჯიბრებითობისა და თავდაცვის ძალების კიდევ უფრო გაძლიერებას ემსახურება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები