პოლიტიკა

„არ შეიძლება, ადამიანმა ფულის გამო ლუციფერივით ივანიშვილს მიყიდო სული, სირცხვილია, სოზარ სუბარი ასე რომ იქცევა“ - პაატა მანჯგალაძე

18.08.22 13:00


„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალის“ წევრის სოზარ სუბარის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ის „აშშ-ის საელჩოს ინსტრუქციებში გამოთქმულ პრობლემებთან” დაკავშირებით კოლეგებს კითხვებით მიმართავს.

 

„სოზარ სუბარს მივმართავ, ერთი ნაბიჯი დარჩა და სუვერენული დემოკრატიის გამოცხადებაზე დაიწყებენ საუბარს. იცით, პუტინის ცნობილი ფორმულა სუვერენულ დემოკრატიასთან დაკავშირებით. დაახლოებით ამ ნარატივებს ვხედავთ ამ წერილში.

სირცხვილია, სოზარ სუბარი ასე რომ იქცევა. ხვდება თუ არა იმას, რასაც აკეთებს. არ შეიძლება ადამიანმა ფულის გამო ლუციფერივით ივანიშვილს მიყიდო სული. მე ამ ადამიანებს დღეიდან სულგაყიდულ ადამიანებს დავარქმევ“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

 

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები