პოლიტიკა

ხათუნა სამნიძე: საუბარი, რომ არჩევნებით არ წავა ხელისუფლება და არჩევნები არ გვინდა, არის არასწორი

18.08.22 14:00


საუბარი, რომ არჩევნებით არ წავა ეს ხელისუფლება და არჩევნები არ გვინდა, ეს არის არასწორი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას: „ბევრ რამეზე ვართ წამსვლელი, მათ შორის შენობების აღებაზეც,​ ეს შენობა ბიძინასი კი არ არის, იმ ხალხის არის, ვინც რუსთაველზე იყო შეკრებილი, რა პრობლემაა, რომ წიხლებით გამოყარონ, ვინც იქ არიან“.

 

დეპუტატის თქმით, ეს ხელისუფლება წავა არჩევნების გზით.

 

„პროტესტი არის გამოხატვის კონსტიტუციური ფორმა, ისევე როგორც აქციები. არაერთხელ გვინახავს ჩვენს ქვეყანაში, მოქალაქეებს აქვთ უფლება გააპროტესტონ, მიიღონ აქციებში მონაწილეობა და ეს არის ნორმალური პროცესი. საუბარი, რომ არჩევნებით არ წავა ეს ხელისუფლება, არჩევნები არ გვინდა, ეს არის არასწორი, ამას არასდროს არ დავეთანხმები, ეს ხელისუფლება წავა არჩევნების გზით, არჩევნებზე ჩვენი მოქალაქეების მაქსიმალური აქტივობით“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

 

 

 

 

წყარო :  /www.ipress.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები