პოლიტიკა

მოვუწოდებთ მმართველ გუნდს, ოპოზიციასა და მესამე სექტორს, ჩაერთონ მიმდინარე პროცესებში - ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი

18.08.22 16:30


საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ჟულიენ კრამპი მმართველ გუნდს, ოპოზიციას და მესამე სექტორს მიმართავს და მოუწოდებს, რომ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთონ. ამის შესახებ მან „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

„ჩვენ მოვუწოდებთ მმართველ გუნდს, ოპოზიციასა და მესამე სექტორს მიმდინარე პროცესებში ჩაერთონ. რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, ვეყრდნობით ასოცირების შესახებ დღის წესრიგს, რომელშიც მთავარი პრიორიტეტებია განხილული, ასევე, მთავარია ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ისეთ საკვანძო საკითხებზე, როგორიც არის სასამართლო სისტემის რეფორმა. 

 

ჩვენი რეკომენდაციაა, რომ შემუშავებული კანონპროექტი წარუდგინონ ვენეციის კომისიას და ეუთო/ოდირის ოფისებს. ჩვენი მხრიდან კი მზაობაა იმისა, რომ შესაბამისი რეკომენდაციები გავუწიოთ“, - აცხადებს კრამპი. 

 

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები