პოლიტიკა

„საქსტატის“ ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი 34.1%-ით გაიზარდა

19.08.22 11:00


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 100.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 36.4 პროცენტით მეტია.

 

„საქსტატის“ ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 71.8 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 34.1 პროცენტით გაიზარდა და 2 225.9 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

 

„2022 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 81.9 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (447.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (295.8 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (274.3 მლნ. აშშ დოლარი).

 

2022 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 621.0 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 27.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 348.3 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 15.6 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს აზოტოვანი სასუქები იკავებს 182.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.2 პროცენტი),“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები