მსოფლიო

ილჰამ ალიევი - დღეს, აზერბაიჯანელები ლაჩინში დავბრუნდით - ჩვენი არმია ქალაქ ლაჩინშია დისლოცირებული

26.08.22 14:30


დღეს, 26 აგვისტოს ჩვენ, აზერბაიჯანელები ქალაქ ლაჩინში დავბრუნდით - ვულოცავ ლაჩინის მოსახლეობას და ყველა აზერბაიჯანელს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

 

მისი თქმით, აზერბაიჯანის არმია უკვე ლაჩინშია დისლოცირებული.

 

„აზერბაიჯანის არმია ახლა ქალაქ ლაჩინშია დისლოცირებული, სოფლები : ზაბუხი და სუსი ჩვენი კონტროლის ქვეშაა. გაუმარჯოს ლაჩინს! გაუმარჯოს აზერბაიჯანს!“ - წერს პრეზიდენტი ალიევი „ტვიტერზე“.

 

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით , ქალაქ ლაჩინის ცენტრში დღეს აზერბაიჯანის არმიამ აზერბაიჯანის დროშა აღმართა.

 

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები