მსოფლიო

რუსეთის წინააღმდეგ ყარაბაღში აქციები გრძელდება

05.09.22 16:00


რამდენიმე ათეული აქტივისტი მთიან-ყარაბაღში, სტეპანაკერტში ერთ კვირაზე მეტია აქციებს მართავს.

 

ამ გზით მოქალაქეები უკმაყოფილებას გამოხატავენ ყარაბაღში ომის შემდეგ შექმნილი სიტუაციის გამო და ადგილობრივ ხელისუფლების გარდა, რუსეთს ადანაშაულებენ იმაში, რომ ის 2020 წლის 9 ნოემბრის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებს.

 

“რატომ აკონტროლებენ აზერბიაჯანელები იმ ტერიტორიებს, რომელზეც რუსეთის სამშვიდობო ძალები იდგნენ? ამ საკითხში აზერბაიჯანზე მეტად უკვე რუსეთია დამნაშავე. ის, რაც ხდება კატასტროფაა, მაგრამ არ მინდა დავტოვო ყველაფერი და ოჯახთან ერთად წავიდე აქედან. მეორე მხრივ, ასე ცხოვრების გაგრძელება შეუძლებელია”, – აცხადებს ტიგრან პეტროსიანი, აქციის თანაორგანიზატორი.

 

რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანულ მხარეს ოფიციალურად გადაეცა ლაჩინის დერეფანი, რომელსაც 2020 წლის ომის შემდეგ რუსი სამშვიდობოები აკონტროლებდნენ.

 

1990 წლებიდან ლაჩინის კორიდორი ყველაზე მნიშვნელოვანი და თითქმის ერთადერთი სახმელეთო დამაკავშირებელი იყო სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის. მას არა მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ორივე მხარისთვის, ის პრაქტიკულად, მთიანი-ყარაბაღის გადარჩენისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

 

ლაჩინის კორიდორის გარეშე მთიანი ყარაბაღი დე ფაქტო გარშემორტყმულია აზერბაიჯანის ჯარებით და მოწყვეტილია სომხეთს. რაც არა მხოლოდ მთიანი ყარაბაღის ფაქტიურ მომარაგებას ართულებს ახალი ომის შემთხვევაში, არამედ სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის ადამიანების გადაადგილებასაც.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები