ანალიტიკა
06.09.22 12:20
სეპარატისტულ აფხაზეთში რუსი სამხედროები ახალგაზრდებს კონტრაქტის ხელმოსაწერად დიდი თანხების სანაცვლოდ მიიზიდავენ. ყველა ვინც ხანმოკლე წრთვნის შემდეგ და ზოგჯერ მის გარეშეც გააფორმებს კონტრაქტს ფრონტის ხაზზე გაიგზავნება. ჯგუფს სადაც აფხაზებს უკრაინის ომისთვის გადაიბირებენ, "შტორმი" ჰქვია.
ათასობით აფხაზური ოჯახისთვის ეს ერთ რამეს ნიშნავს - გარკვეული პერიოდის შემდეგ მიიღებენ უწყებას დაღუპვის შესახებ და იძულებულნი იქნებიან დაკრძალონ ვაჟები, ქმრები და ძმები. თუკი, რა თქმა უნდა, მათგან რაიმე დარჩება უკრაინაში კრემლის რეჟიმის მიერ ორგანიზებულ ხოცვა-ჟლეტის შემდეგ.
გადამბირებლები, როგორც ჩანს, დარწმუნებულნი არიან სეპარატისტულ აფხაზეთში „საზარბაზნე ხორცის“ წარმატებულ შეკრებაში და ამას ობიექტური მიზეზები აქვს.
თითქმის ყველა ექსპერტი აღნიშნავს, რომ აფხაზეთის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა აფხაზ ახალგაზრდებში კოლოსალური უმუშევრობაა. ახალგაზრდებში გავრცელებულია კრიმინალური ზნე-ჩვეულებები, ნარკომანია, ალკოჰოლიზმი. შედეგად, ახალგაზრდა აფხაზებს, რომელთაგან ბევრს ჰყავს ოჯახები და მცირეწლოვანი ბავშვები, კატასტროფულად აკლიათ ფული, ახალგაზრდების უმეტესობა ვალებშია „ჩაფლული“. „ტურისტული“ სეზონის განმავლობაში ფულის შოვნის გარკვეული შესაძლებლობა არსებობს, თუმცა როგორც კი სეზონი მთავრდება, სეპარატისტულ აფხაზეთში უსახსრობის პრობლემა ტოტალურ ხასიათს იღებს.
პრობლემას ისიც ამწვავებს, რომ ნაციონალისტური სეპარატისტული პროპაგანდით გაბრუებული აფხაზები დამლაგებლისა ან მშენებლის მსგავს პროფესიებს „არაპრესტიჟულად და უღირსად“ თვლიან. მათ ხომ უნერგავდნენ, რომ ისინი „დიადი მეომრები“ იყვნენ. "მეომრები" კი თვლიან, რომ "ცოცხის აღება მათ ღირსებას აკნინებს". ამგვარ სამუშაოს, როგორც წესი მიგრანტები ასრულებენ ცენტრალური აზიიდან. თავს იჩენს პარადოქსი: ბევრი ახალგაზრდა აფხაზი ეძებს „პრესტიჟულ“ შემოსავალს, ვალებშია ჩაფლული, მაგრამ არ მიდის „არაპრესტიჟულ“ სამუშაოზე. აფხაზისთვის "პრესტიჟულია" "ძალოვან" სტრუქტურებში, იმავე სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობა. მაგრამ იქ მმართველი სეპარატისტული კლანებიდან მხოლოდ „თავისიანებს“ ღებულობენ.
ამიტომ, ეჭვგარეშეა, რომ როგორც კი აფხაზეთში დაიწყება „მოხალისეების“ თავმოყრა, უფრო სწორად უკრაინის ომისთვის დაქირავებულთა აყვანა, ამას ათასობით აფხაზი გამოეხმაურება. ისინი ხომ „ძლიერებად“ მიჰყავთ, აქეზებენ, გვაჩვენეთ როგორი „მეომრები“ ხართო!
თვეში დაახლოებით 200 000 რუბლის ოდენობის „ხელფასით“ (აფხაზური სტანდარტებით წარმოუდგენელი ფულით) მოთაფლულ დაქირავებულებს დაუყოვნებლივ გადაუხდიან „გაზრდილ თვიურ ხელფასს“, 300 000 რუბლამდე, რაც დაახლოებით 5000 დოლარის ექვივალენტია. ეს ბევრ აფხაზს საშუალებას მისცემს ომში წასვლის წინ გადაიხადოს ვალები და დაუტოვოს ოჯახს საარსებო საშუალება.
იმას, რომ უკრაინის ომის დამთავრების შემდეგ, ისინი ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაბრუნდნენ სახლებში და თუ მათ გაუმართლათ და დაბრუნდნენ, მაშინ სავარაუდოდ, უიმედო ხეიბრებად და ინვალიდებად დაბრუნდებიან სეპარატისტულ აფხაზეთში, ჯერ ყველა ვერ აცნობიერებს. საზოგადოება ხომ გაბრუებულია სიმონიანის, სკაბეევას და სოლოვიოვის კრემლის პროპაგანდით, რომლის მიხედვითაც დანაკარგებს მხოლოდ უკრაინული მხარე განიცდის, ხოლო რუსული ჯარები ყველგან „იმარჯვებენ“.
ცნობილია, რომ შტორმის ჯგუფში, რომელსაც ყველაზე საშიშ წერტილებზე გადაისვრიან, დაქირავებულთა ანაზღაურება ძალიან მაღალია. რუსეთის სამხრეთით და ჩრდილოეთ კავკასიაში 1,9 მილიონ რუბლამდე (თითქმის 30 000 დოლარი!) პირდებიან შტორმის მოიერიშე დანაყოფის შემადგენლობაში ომში მონაწილეობისთვის, პირობა კი უკრაინის ტერიტორიაზე ყოველდღიურად ერთი კილომეტრით წინ წაწევაა. ოღონდ არ აკონკრეტებენ, რომ ბრძოლებში „წინ წაწევის“ გარეშეც კი დანაკარგები უზარმაზარია. უკრაინელი ექსპერტის იგორ ლევჩენკოს თქმით, როგორც წესი, აგრესორთა ქვედანაყოფების პერსონალის ნახევარზე მეტი იღუპება ყოველ ორ-სამ კვირაში . „ორ-სამ-კვირიანი ბრძოლა და რუსული ჯგუფი უკვე საჭიროებს ჩანაცვლებას. ეს ნიშნავს, რომ პირადი შემადგენლობის 50-60% იღუპება“, - ამბობს ლევჩენკო.
ჯგუფის "შტორმი" შემადგენლობაში კი, ასეთი "წინსვლის" შემდეგ, რომლისთვისაც თითქმის 2 მილიონი რუბლი იყო დაპირებული, ქვედანაყოფის 80-90% ხშირად იღუპება. აქედან გამომდინარეობს მუდმივი საჭიროება „შტორმის“ ჯგუფის განახლებისა და ახალი „საზარბაზნე ხორცით“ შევსებისა. უფრო მეტიც, როგორც წესი "უკრაინის ფრონტზე" ცოცხლები რჩებიან სამხედრო მომზადების მქონე ნამდვილი პროფესიონალები. თუმცა, თითქმის არარეალურია ახალგაზრდის, რომლის სამხედრო მომზადებაც საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ ე.წ „აფხაზურ ჯარში“ მსახურობით შემოიფარგლება, ჯგუფში "შტორმი" გადარჩენა.
შედეგად, უკრაინის ომისთვის დაკომპლექტება შეიძლება გადაიზარდოს აფხაზი ხალხის ნამდვილ გენოციდად. უფრო მეტიც, ამ დაქირავებას ყველანაირად შეუწყობს ხელს სეპარატისტული ხელისუფლება, რადგან კრემლის მიერ სეპარატისტული რეჟიმის დაფინანსება დამოკიდებული იქნება დაქირავებულ „საზარბაზნე ხორცის“ რაოდენობაზე.
აფხაზი ხალხის ახალი გენოციდის საფრთხის თავიდან აცილების ერთადერთი გზა არის აფხაზეთის ოკუპაციის შეჩერება, მოძმე ქართველ ხალხთან შერიგება და გაერთიანება.
გრიგოლ გიორგაძე
წაკითხულია : 478
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.09.23
-
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 200 000 დოზა ხელმისაწვდომი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან იქნება
17:3026.09.23
-
17:0026.09.23
-
16:3026.09.23
-
ლევან დავითაშვილი - ბანკებში სიმშვიდეა - ჩვენი საბანკო სისტემა ძლიერია ისე, როგორც არასდროს
16:0026.09.23
-
მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 14 საკითხი განიხილეს
15:3026.09.23
-
„საქართველოსთვის“ შოვზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს
15:0026.09.23
-
14:3026.09.23
-
შალვა პაპუაშვილი რუმინეთის პრემიერ-მინისტრს ხვდება
14:0026.09.23
-
ბენზინგასამართი სადგურის აფეთქება ხანკენდში და ტერაქტის საშიშროება მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე
13:2026.09.23
-
ბენზინგასამართი სადგურის აფეთქება ხანკენდში და ტერაქტის საშიშროება მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე
13:0026.09.23
-
12:4026.09.23
-
12:2026.09.23
-
12:0026.09.23
-
11:4026.09.23
-
ილია დარჩიაშვილი ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
11:2026.09.23
-
ყარაბაღიდან სომხეთში 13 500-ზე მეტი ადამიანი შევიდა
11:0026.09.23
-
ილია დარჩიაშვილი ევროკომისარ ილვა იოჰანსონს შეხვდა
10:4026.09.23
-
ჰაი-სომხები გამოიყენეს, მიატოვეს და ურჩევენ „გაჩუმდნენ“
10:2026.09.23
-
ჰაი-სომხები გამოიყენეს, მიატოვეს და ურჩევენ „გაჩუმდნენ“
10:0026.09.23
-
18:0025.09.23
-
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილების პროექტს მხარი დაუჭირა
17:3025.09.23
-
17:0025.09.23
-
16:3025.09.23
-
ყარაბაღიდან სომხეთში იძულებით გადაადგილებული პირთა რაოდენობა 3 ათასამდეა
16:0025.09.23
-
15:3025.09.23
-
შალვა პაპუაშვილმა და რუმინეთის სენატის პრეზიდენტმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი
15:0025.09.23
-
14:3025.09.23
-
შალვა პაპუაშვილი რუმინეთის დეპუტატთა პალატის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
14:0025.09.23
-
13:4025.09.23
-
13:2025.09.23
-
ერევანში დაუმორჩილებლობის აქციებზე 100-ზე მეტი მონაწილე დააკავეს
13:0025.09.23
-
შალვა პაპუაშვილი რუმინეთის სენატის პრეზიდენტს შეხვდა
12:4025.09.23
-
12:2025.09.23
-
ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა
12:0025.09.23
-
ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა გაათავისუფლეს
11:4025.09.23