საზოგადოება

2022 წლის ივლისში, საქართველოს საზღვარზე ყველაზე მეტი მსუბუქი ავტომობილი ყაზბეგის გამშვებმა პუნქტმა, ხოლო ყველაზე მეტი სატვირთო სარფმა გაატარა

09.09.22 13:00


2022 წლის ივლისში, საქართველოს საზღვარზე ყველაზე მეტი მსუბუქი ავტომობილი ყაზბეგის გამშვებმა პუნქტმა, ხოლო ყველაზე მეტი სატვირთო სარფმა გაატარა.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს, მოსაზღვრე ქვეყნების მიხედვით კვეთების რაოდენობა ორივე მიმართულებით 368 778-ია.

 

უფრო კონკრეტულად, რუსეთისკენ/რუსეთიდან საზღვრის კვეთა 114 868-ჯერ განხორციელდა; სომხეთისკენ/სომხეთიდან - 124 204-ჯერ; თურქეთისკენ/ თურქეთიდან - 92 743-ჯერ; ხოლო აზერბაიჯანისკენ/აზერბაიჯანიდან – 36 486-ჯერ; ამასთან, პორტში შემოსვლა ფიქსირდება 477-ჯერ.

 

რაც შეეხება 2022 წლის ივლისში საავტომობილო ტრანსპორტის ტრანზიტული მოძრაობის დინამიკას, შსს-ს ინფორმაციით, ასეთია: მსუბუქი - 27,340; სატვირთო - 13,268; ავტობუსი - 654; მოტოციკლი - 165; სპეცტექნიკა - 53.

 

კერძოდ, ყაზბეგის გამშვები პუნქტი 2022 წლის ივლისში 44 677-მა მსუბუქმა ავტომობილმა გადმოკვეთა, ხოლო საქართველოდან 39 454 მსუბუქი ავტომობილი გავიდა. ამავე პერიოდში ყაზბეგის გამშვები პუნქტი რუსეთის ფედერაციიდან გადმოკვეთა 15 284-მა სატვირთო ავტომობილმა, ქვეყნიდან გავიდა 12 706 სატვირთო ავტომობილი.

 

რაც შეეხება ავტობუსს, 2022 წლის ივლისში ყაზბეგის გამშვები პუნქტი გადმოკვეთა 1031-მა ავტობუსმა, ხოლო საზღვარი გადაკვეთა -1022-მა. რაც შეეხება სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის მონაცემებს, შსს-ს ინფორმაციით, 2022 წლის ივლისში, 19 208 სატვირთო ავტომობილმა გადმოკვეთა, ხოლო საქართველოდან თურქეთის მიმართულებით გადაკვეთა - 13 150-მა. ამავე პერიოდში, წითელი ხიდი გადმოკვეთა 11 620-მა სატვირთო ავტომობილმა, ქვეყნიდან გავიდა 14 443. 2022 წლის ივლისში, სარფის სასაზღვრო პუნქტი გადმოკვეთა 1251-მა ავტობუსმა, ქვეყნიდან გავიდა 1253; ამავე პერიოდში სადახლოს გამშვები პუნქტი გადმოკვეთა 945-მა ავტობუსმა, ხოლო ქვეყნიდან გავიდა 922 ავტობუსი.

 

რაც შეეხება მსუბუქი ავტომობილების საზღვარზე გადაადგილების დინამიკას, სადახლოს გამშვები პუნქტი გადმოკვეთა 38 010-მა მსუბუქმა ავტომობილმა, გადაკვეთა 38 904-მა. სარფის სასაზღვრო პუნქტზე შემოვიდა 17 824 და გავიდა 18 281 მსუბუქი ავტომობილი, ნინოწმინდიდან- შემოვიდა 7241 და გავიდა 6695 მსუბუქი ავტომობილი; წითელი ხიდიდან შემოვიდა 359 და გავიდა 177; კარწახიდან შემოვიდა 591 და გავიდა 646 მსუბუქი ავტომობილი, რაც შეეხება ვალეს შემოვიდა 560 და გავიდა 752 მსუბუქი ავტომობილი.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები