პოლიტიკა

სოზარ სუბარი: კითხვების დასმას ნუ დავარქმევთ ანტიდასავლურობას

16.09.22 13:30


როდესაც რამეს ვაკრიტიკებთ, ეს არანაირად არ ცვლის იმ ფაქტს, რომ აშშ არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, უბრალოდ დღეს ჩვენ რომ დღეს შემდგარი სახელმწიფო ვართ, ეს მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ამერიკის მხარდაჭერაზე , - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„იმედი მაქვს, რომ ეს გაგრძელდება და კიდევ ერთხელ - კითხვების დასმას ნუ დავარქმევთ ანტიდასავლურობას. ტყვეობაში ვართ ჩვენს მიერვე შექმნილი სქემების, რომ კრიტიკას თუ იტყვი ელჩს თუ კითხვას დაუსვამ, ეს არის ანტიდასავლური ნარატივი. ნუ ვართ ჩაკეტილები, გავთავისუფლდეთ“, - განაცხადა სუბარმა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები