პოლიტიკა
21.09.22 13:30
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ბელგიის სამეფოს ფედერალური პარლამენტის ბელგია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, სახელმწიფო მინისტრმა დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ ბელგიის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
„თეა ახვლედიანმა უცხოელ სტუმრებს გააცნო სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალი ორივე მიმართულების - როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკების პრიორიტეტები, მიღწეული შედეგები და სამომავლო ხედვები.
დეტალურად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობა და ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით გალისა და ახალგორის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია და ფუნდამენტური უფლებების სხვა უხეში დარღვევები.
შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელებაზე საუბრისას, თეა ახვლედიანმა ელჩს აღნიშნული პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესის მიმდინარეობა და ხედვები გააცნო, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებულ ახლებურ მიდგომებს, მიზნებსა და პრიორიტეტებს ეფუძნება.
სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმართულებით, სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა მთავრობის მიერ დამტკიცებული 2021-2030წწ. სახელმწიფო სტრატეგია, რომელშიც განსაზღვრულია სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტები, მიზნები და ამოცანები.
დელეგაციის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ბელგიის ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 190
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.09.23
-
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 200 000 დოზა ხელმისაწვდომი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან იქნება
17:3026.09.23
-
17:0026.09.23
-
16:3026.09.23
-
ლევან დავითაშვილი - ბანკებში სიმშვიდეა - ჩვენი საბანკო სისტემა ძლიერია ისე, როგორც არასდროს
16:0026.09.23
-
მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 14 საკითხი განიხილეს
15:3026.09.23
-
„საქართველოსთვის“ შოვზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს
15:0026.09.23
-
14:3026.09.23
-
შალვა პაპუაშვილი რუმინეთის პრემიერ-მინისტრს ხვდება
14:0026.09.23
-
ბენზინგასამართი სადგურის აფეთქება ხანკენდში და ტერაქტის საშიშროება მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე
13:2026.09.23
-
ბენზინგასამართი სადგურის აფეთქება ხანკენდში და ტერაქტის საშიშროება მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე
13:0026.09.23
-
12:4026.09.23
-
12:2026.09.23
-
12:0026.09.23
-
11:4026.09.23
-
ილია დარჩიაშვილი ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
11:2026.09.23
-
ყარაბაღიდან სომხეთში 13 500-ზე მეტი ადამიანი შევიდა
11:0026.09.23
-
ილია დარჩიაშვილი ევროკომისარ ილვა იოჰანსონს შეხვდა
10:4026.09.23
-
ჰაი-სომხები გამოიყენეს, მიატოვეს და ურჩევენ „გაჩუმდნენ“
10:2026.09.23
-
ჰაი-სომხები გამოიყენეს, მიატოვეს და ურჩევენ „გაჩუმდნენ“
10:0026.09.23
-
18:0025.09.23
-
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილების პროექტს მხარი დაუჭირა
17:3025.09.23
-
17:0025.09.23
-
16:3025.09.23
-
ყარაბაღიდან სომხეთში იძულებით გადაადგილებული პირთა რაოდენობა 3 ათასამდეა
16:0025.09.23
-
15:3025.09.23
-
შალვა პაპუაშვილმა და რუმინეთის სენატის პრეზიდენტმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი
15:0025.09.23
-
14:3025.09.23
-
შალვა პაპუაშვილი რუმინეთის დეპუტატთა პალატის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
14:0025.09.23
-
13:4025.09.23
-
13:2025.09.23
-
ერევანში დაუმორჩილებლობის აქციებზე 100-ზე მეტი მონაწილე დააკავეს
13:0025.09.23
-
შალვა პაპუაშვილი რუმინეთის სენატის პრეზიდენტს შეხვდა
12:4025.09.23
-
12:2025.09.23
-
ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა
12:0025.09.23
-
ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა გაათავისუფლეს
11:4025.09.23