პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ვიცე-პრემიერსა და იუსტიციის მინისტრს გიდეონ საარს შეხვდა

21.09.22 15:00


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ვიცე-პრემიერსა და იუსტიციის მინისტრ გიდეონ საარს შეხვდა.

 

მხარეებმა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის თანამშრომლობასა და ისტორიულად მტკიცე ხალხთაშორის კავშირებზე ისაუბრეს.

 

ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ მიმდინარე წელს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავი აღინიშნება.

 

შალვა პაპუაშვილმა ისრაელის სახელმწიფოს წარმატება უსურვა ნოემბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაში და ახალ მთავრობასა და პარლამენტთან თანამშრომლობის მზაობა გამოხატა.

 

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები