ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი ღვინის ტურიზმის გლობალურ კონფერენციაში მონაწილეობს

21.09.22 16:00


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) ღვინის ტურიზმის რიგით მე-6 გლობალურ კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც იტალიის ქალაქ ალბაში იმართება. ის სიტყვით გამოვა მაღალი დონის სესიაზე, რომელიც ღვინის ტურიზმის განვითარების სამომავლო მიმართულებებს შეეხება.

 

საქართველოს დელეგაციას ასევე წარმოადგენს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე თამარ ყორიაული.

 

კონფერენციაში ასევე მონაწილეობენ იტალიის, პორტუგალიის, საბერძნეთის, მოლდოვის, სან-მარინოს, სერბეთისა და ბულგარეთის მაღალი დონის წარმომადგენლები.

 

გლობალური კონფერენციის მთავარი თემაა ინოვაციები ღვინის ტურიზმის სამომავლო განვითარების პროცესში, აგრეთვე ყურადღება გამახვილდება ტურიზმის ამ მიმართულების მდგრად განვითარებაზე, ასევე რა ტიპის შესაძლებლობები არსებობს, რათა ციფრული და სოციალური ტექნოლოგიების გამოყენებით უფრო მეტად გამოიკვეთოს და გაიზარდოს ღვინის ტურიზმისა და მეღვინეობის მხარეების უპირატესობები.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები