პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: სამშვიდობო პოლიტიკა არის უალტერნატივო

26.09.22 10:40


ილია დარჩიაშვილმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას პრემიერ-მინისტრის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ჩატარებული შეხვედრები და სიტყვით გამოსვლა შეაჯამა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ოკუპაციის პირობებში სამშვიდობო-სამეზობლო პოლიტიკა და მშვიდობიანი დეოკუპაციის გზა საქართველოს მთავრობის მთავარი სამოქმედო კურსია.

 

„პრემიერი მთავარ აქცენტს აკეთებს ჩვენი სამშვიდობო სამეზობლო პოლიტიკის მიმართულებით, რაც ჩვენი ქვეყნის გადმოსახედიდან განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. პრემიერ-მინისტრი საუბრობდა სამშვიდობო პოლიტიკაზე, რომლითაც ვგეგმავთ ამ უმთავრესი გამოწვევის მიმართულებით გადავდგათ ნაბიჯები. სამშვიდობო პოლიტიკა არის უალტერნატივო“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

 

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 451


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები