პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი ხავიერ კოლომინას შეხვდა

27.09.22 14:00


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას შეხვდა.

 

ხავიერ კოლომინამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა.

 

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველო-ნატოს ორმხრივი ურთიერთობები, რომელიც დინამიურად ვითარდება, ასევე ინსტიტუციური და დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელობა. შეხვედრისას განიხილეს საქართველოს განსაკუთრებული როლი რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოსა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში.

 

ამასთან, განიხილეს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება და ამ თვალსაზრისით, დეპოლარიზაციისა და დემოკრატიული რეფორმების გატარების მნიშვნელობა. აღინიშნა, რომ ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არის მხარდაჭერილი, რისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ და მმართველმა გუნდმა ყველაფერი გააკეთოს დეპოლარიზაციისა და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებისათვის.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 415


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები