პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: საქართველო კატეგორიულად გმობს და მისთვის მიუღებელია რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებული რეფერენდუმები

28.09.22 10:40


საქართველო კატეგორიულად გმობს და მისთვის მიუღებელია რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებული რეფერენდუმები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

 

„ეს ცინიკურად არღვევს საერთაშორისო სამართლისა და უკრაინელი ხალხის ნებას, რომელიც გმირულ ბრძოლას აგრძელებს. ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერას - დღეს, როდესაც სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა, ეს სიტყვები კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, რადგან ამას ამბობს ერი, რომელმაც იცის რა არის ოკუპაციის ტკივილი“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები