პოლიტიკა

რუსლან აბაშიძემ ჩეხეთში სამუშაო შეხვედრა გამართა

29.09.22 18:00


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრ ნანა გაბელიასთან ერთად, ჩეხეთის რესპუბლიკაში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პრაღის მე-6 ოლქის მერს, ონდრეი კოლარჟს შეხვდა, რომელიც ასევე ჩეხეთის პარლამენტში საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელია. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, შეხვედრა ქართული დიასპორისა და დევნილ ემიგრანტთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გაიმართა და მონაწილეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობების გაღრმავებას, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას და ქართულ-აფხაზური კულტურული შეხვედრების ორგანიზებას.

 

შეხვედრას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარიამ რაქვიაშვილი, პრაღა 6-ის მერის მოადგილე იან ლაცინა, ქართული დელეგაციისა და ჩეხური მხარის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები