პოლიტიკა
30.09.22 11:20
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ საქართველოში ევროკავშირის ახლად დანიშნულ ელჩთან, პაველ ჰერჩენსკისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
„ჩვენი არჩევანი ევროპული მომავალია; შესაბამისად, ევროკავშირთან თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენს. ჩვენ ვაფასებთ ევროკავშირის მიერ მონიჭებულ ევროპული პერსპექტივის სტატუსს.
მნიშვნელოვანია, რომ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგს წარმოადგენს და ვფიქრობ, რომ, ერთობლივი ძალისხმევით, საქართველო დროულად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის დახმარების მნიშვნელობის საკითხი და ყურადღება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ნაწილში მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა.
ოთარ შამუგიამ პაველ ჰერჩენსკის ევროკავშირის დახმარებით გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო და აქტიური პარტნიორული ურთიერთობების გაგრძელების სურვილი გამოთქვა.
„ჩემთვის განსაკუთრებით საპატიოა ვიყო ევროკავშირის ელჩი ევროპული პერსპექტივის სტატუსის მქონე საქართველოში. საქართველოს მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს კანონმდებლობის სრულყოფის თვალსაზრისით. ასევე აღსანიშნავია, გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები. ევროკავშირი საქართველოს მჭიდრო პარტნიორია და ჩვენ შევძლებთ საინტერესო შედეგების ერთად აღნიშვნას“,- განაცხადა პაველ ჰერჩენსკიმ.
შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა სასურსათო უსაფრთხოების, ბაზრების დივერსიფიკაციის, ნარჩენების მართვის, ცირკულარული ეკონომიკის, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 442
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0129.03.24
-
17:3429.03.24
-
16:0629.03.24
-
15:0029.03.24
-
14:0829.03.24
-
13:2929.03.24
-
ილია დარჩიაშვილი არგენტინაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
12:3629.03.24
-
საქსტატი - თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა
11:1829.03.24
-
10:5029.03.24
-
10:0029.03.24
-
ComCom-მა მობილურ ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესების მიზნით კვლევა და წარმოება დაიწყო
17:0028.03.24
-
16:3528.03.24
-
16:0228.03.24
-
15:3928.03.24
-
15:1828.03.24
-
14:4628.03.24
-
ქართველი და გერმანელი მეცნიერების კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა
14:1728.03.24
-
13:4328.03.24
-
ირაკლი კობახიძე საქართველოში უნგრეთის ელჩს შეხვდა
13:0328.03.24
-
12:3828.03.24
-
12:0128.03.24
-
შოთა ხაბარელი კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
11:2028.03.24
-
მარიამ ქვრივიშვილი: ქუთაისის აეროპორტიდან ავტობუსის დანიშვნა ტურისტებს გადაადგილებას გაუმარტივებს
10:4828.03.24
-
10:0628.03.24
-
21:0327.03.24
-
18:0227.03.24
-
17:3027.03.24
-
17:0027.03.24
-
მამუკა მდინარაძე: საქართველომ ყველა მიმართულებით დაამტკიცა, რომ იმსახურებს ევროპის
16:3627.03.24
-
მთავრობამ კლიმატის ცვლილების 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
16:0327.03.24
-
15:2827.03.24
-
15:0527.03.24
-
14:4527.03.24
-
28-29 მარტს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
14:2027.03.24
-
ეკა სეფაშვილი ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის მმართველსა და ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
13:4027.03.24
-
13:2027.03.24