პოლიტიკა
30.09.22 17:30
საქართველოს პარლამენტის წევრი, გივი მიქანაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, ბულგარეთში გასამართ საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლად იმყოფება, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 30 სექტემბერს, ბულგარეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გივი მიქანაძემ სოფიაში აკრედიტებულ ელჩებთან და საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მიზანს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობაზე ინფორმაციის მოსმენა წარმოადგენდა.
გივი მიქანაძემ შეხვედრის მონაწილეებს რეკომენდაციების შესრულების მიზნით გაწეულ სამუშაოებზე, უკვე დაინიცირებულ კანონპროექტებსა და მათი განხორციელების ვადებზე დეტალურად ისაუბრა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რა დროსაც გივი მიქანაძემ დამსწრე საზოგადოებას იმ გამოწვევების თაობაზე, რის წინაშეც ქვეყანა რეგიონში შექმნილი ურთულესი ვითარებიდან გამომდინარე დგას, ქართული მხარის მიდგომები გააცნო. მან ასევე საქართველოს მხრიდან უკრაინის მხარდასაჭერად განხორციელებული პოლიტიკური და ჰუმანიტარული აქტივობების თაობაზე ისაუბრა.
შეხვედრის დასასრულს, უკრაინის ელჩმა ქართულ მხარეს უკრაინისთვის გაწეული თანადგომისა და სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა.
სოფიის ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართულ შეხვედრას იტალიის, ირლანდიის, ალბანეთის, სლოვენიისა და უკრაინის ელჩები, მოლდოვის დესპანი, სომხეთისა და საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები და კონრად ადენაუერის ბულგარეთის ოფისის ხელმძღვანელი დაესწრნენ.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 244
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტი გრიგორიადისს თუ შეიწყალებს, ამით ღიად ჩაერთვება რევოლუციურ პროცესებში
12:0003.10.23
-
ქეთევან კვინიკაძე სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა
11:4003.10.23
-
11:2003.10.23
-
11:0003.10.23
-
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის ინტერესებს თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი დაიცავენ
10:4003.10.23
-
10:2003.10.23
-
10:0003.10.23
-
ქართული კულტურის „ქურდები“ და ისტორიის გამყალბებელნი
0:0503.10.23
-
ქართული კულტურის „ქურდები“ და ისტორიის გამყალბებელნი
0:0003.10.23
-
18:0002.10.23
-
ბაქომ ყარაბაღის ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი ძებნაში გამოაცხადა
17:3002.10.23
-
17:0002.10.23
-
16:3002.10.23
-
ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციამ ყირგიზეთში შეხვედრები გამართა
16:0002.10.23
-
15:3002.10.23
-
ილია დარჩიაშვილი 3-4 ოქტომბერს სამუშაო ვიზიტით სტრასბურგს ეწვევა
15:0002.10.23
-
კახა კალაძე: შეუძლებელია კონსტიტუციის დარღვევა ევროპული მომავლისა და ევროინტეგრაციის საპირწონე იყოს
14:3002.10.23
-
14:0002.10.23
-
13:3002.10.23
-
ცესკოში შუალედური/რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგი წარადგინეს
13:0002.10.23
-
ყარაბაღში გაეროს მისია ჩავიდა – ბაქო
12:4002.10.23
-
12:2002.10.23
-
საჯარო სამსახურში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება
12:0002.10.23
-
სომეხი ექსტრემისტების პროვოკაცია თბილისობის დღესასწაულზე
11:4002.10.23
-
სომეხი ექსტრემისტების პროვოკაცია თბილისობის დღესასწაულზე
11:2002.10.23
-
11:0002.10.23
-
10:4002.10.23
-
10:2002.10.23
-
10:0002.10.23
-
მიმართვა აფხაზებს: არ დაუშვათ გაუქმებული „არცახის“ აფხაზეთში გადასახლება
9:4030.09.23
-
მიმართვა აფხაზებს: არ დაუშვათ გაუქმებული „არცახის“ აფხაზეთში გადასახლება
9:3530.09.23
-
18:0029.09.23
-
ნათია თურნავა ბრიტანეთის ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდა
17:3029.09.23
-
შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
17:0029.09.23
-
16:3029.09.23
-
16:0029.09.23