პოლიტიკა

„გაესაუბრება“ - ამერიკელი ადვოკატი დღეს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება

03.10.22 10:20


დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტს უცხოელი ადვოკატი მოინახულებს, რომელიც თბილისში რამდენიმე დღე დარჩება და საქმეს შეისწავლის. მიხსილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლაში კი კიდევ ერთი საერთაშორისო ექსპერტი ერთვება.

 

ამერიკელი ნევროლოგი უახლოეს დღეებში მესამე პრეზიდენტს დამატებით კვლევას ჩაუტარებს. პარალელურად გამოკვლევების შედეგებს დისტანციურად, აშშ-დან სწავლობს ექიმი გასტრო-ენტეროლოგი.

 

"ჩამოვიდა ამერიკელი ადვოკატი, აკერმანის მმართველი პარტნიორი, რომელიც დღეს შევა სააკაშვილთან, გაესაუბრება მას, შემდეგ გეგმავს უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრას. ხვალისთვის ჩამოვა უკვე ნერვლოგი.

ერთ ექსპერტზე გასტრო-ენტეროლოგზე, გარკვეული ხარვეზი დაადგინა, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ უკანონოდ ჯანდაცვის სამინისტრომ", - თქვა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ.მიხეილ სააკაშვილი ამ დრომდე კლინიკა "ვივა მედში" რჩება, თუმცა ექიმებისა და ოჯახის თქმით, მისი მდგომარეობის გაუმჯობესება ვერ ხერხდება. ახლა უფლებადამცველებიც და მესამე პრეზიდენტის ოჯახიც საექსპერტო დასკვნის მოლოდინში არიან, რომლის საფუძველზეც დაცვის მხარე სასამართლოს სასჯელის გადავადების შუამდგომლობით მიმართავს.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები